top of page

“კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია $20 ტრილიონს მიაღწევს”


მაიკ ნოვოგრაცი, რომელიც ადრე Goldman Sachs-ის და Fortress-ის აქციებით ვაჭრობდა, ბლუმბერგთან ინტერვიუში აცხადებს, რომ კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია $20 მილიარდისკენ მიისწრაფვის.


იანვრის ბუშტი სინამდვილეში ბუშტი არ ყოფილა


ინტერვიუს დროს, რომელიც კრიპტობაზრის ეკონომიკას ეხებოდა, ნოვოგრაცს აზრი ჰკითხეს იმ ვერსიის შესახებ, რომ 2018 წლიდან ბიტკოინის ფასი ბუშტისმაგვარ ტრენდს მიჰყვება.


პასუხად კი მან თქვა, რომ თუ ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოვალუტების ქმედება ბუშტს წააგავას, მაშინ ის შეიძლება აღვწეროთ, როგორც 1996 წლის dot.com-ის ბუშტი, რომომელიც 1999 წლის ბუშტამდე მოხდა და რამაც ფასის $6 ტრილიონზე ასვლა გამოიწვია იქამდე, სანამ ის $1 ტრილიონამდე ჩამოვარდებოდა.


ინვესტორის თქმით, კრიპტობაზარი რეაბილიტაციას 2018 წლის შუაში გაივლის და გადააჭარბებს იქამდე დაფიქსირებულ სიმაღლეებს, საბოლოოდ კი $20 ტრილიონიანი ჯამური კაპიტალიზაციისკენ დაიძრება.


პიკის დროს კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია $900 მილიარდს შეადგენდა. $20 ტრილიონამდე ასვლა კი საჭიროებს გაოცმაგებას წინა შედეგის.


$20 ტრილიონი არ იქნება მარტივი


მიუხედავად იმისა, რომ ნოვოგრაცი ოპტიმისტურად არის განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ, ბაზრის შეფასებისას ის უპირატესობას რეალურ ინდიკატორებს, სტატისტიკას და ზოგად ტრენდებს ანიჭებს.


იმისათვის, რომ კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ აღნიშნულ სიმაღლეებს მიაღწიოს, საჭიროა არა მხოლოდ ინდივიდუალური ინვესტორების, არამედ ინდუსტრიული ინვესტორების აქტიურობაც, რაც ბევრ ფულს შემოიტანს ბაზარში.


„$20 ტრილიონი მალევე არ მიიღწევა. საჭიროა ამჟამინდელი დიდი ინვესტორების მხრიდან იმის ფართოდ გავრცელება, რომ გოლდმან საქსი უკვე ჩართულია ამ ინდუსტრიაში, არსებობს ბლუმბერგის ინდექსი, რაც ბაზარს სანდოობას მატებს. სწორედ ასეთმა განცხადებებმა და ნდობის გამყარებამ უნდა გამოიწვიოს ბაზრის აღმავლა“ - აცხადებს ნოვოგრაცი.


წყარო: https://www.ccn.com

bottom of page