top of page

მოპარულია $40 მილიონის ოდენობის კრიპტოვალუტა


Coinrail-ი, სამხრეთ კორეული კრიპტობირჟა, ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. წინასწარი შეფასებით, მოპარული კრიპტოვალუტების ოდენობა $40 მილიარდს უტოლდება.


ოფიციალურ გვერდზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, მათ ბირჟა დროებით გამორთეს, რათა თავიდან აერიდებინათ შემდგომი თავდასხმები. ოფიციალურ განცხადებაში ჩამოთვლილია მხოლოდ ის მონეტები, რომლებიც მოიპარეს, მაგრამ რაოდენობა დაზუსტებული არაა.


თუმცა, გავრცელებული ცნობით, ჰაკერებმა წაიღეს 1,927 ეთერიუმი, 2,6 მილიარდი NPXS, 93 მილიონი ATX და 831 DENT; ამასთან, კიდევ 6 სხვა ვალუტის სოლიდური რაოდენობაც.


ჯამში ეს აქტივები $40 მილიარდს უტოლდებოდა თავდასხმის პროცესში და მათი ფასი $30 მილიონამდე შემცირდა თავდასხმის შემდეგ. წინასწარი ცნობებით, Coinrail-მა უკვე აღმოაჩინა ეთერიუმის მისამართი, რომელიც ჰაკერს უკავშირდება.


არსებული მონაცემებით, ამ მისამართის მფლობელი ცდილობდა 26 მილიონი NPXS-ის გაყიდვას IDEX-ზე მალევე მას შემდეგ, რაც მან 2,6 მილიარდი NPXS მიიღო სხვა მისამართიდან. ამ ანგარიშზე არსებული ყველა აქტივი გაყინულია გამოძიების მიერ და მის დასრულებამდე არ გააქტიურდება.


ასევე, ოფიციალურ ჰაკერულ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, ამ ანგარიშმა სხვადასხვა ანგარიშებიდან სხვადასხვა კრიპოვალუტა მიიღო. დამატებითი ოფიციალური განცხადება არც ერთ ჰაკერულ თავდასხმაში ჩართული ბირჟისგან არ ვრცელდება. Coinrail-ის განცხადებით, მათი რეზერვების 70% უსაფრთხოდაა, რადგან ისინი ე.წ.“ცივ საფულეზე“ გადაიტანეს, რომელზე წვდომაც ინტერნეტით შეუძლებელია. მოპარული 30%-დან კი, ფირმის განცხადებით, 2/3 გაყინულია.


წყარო: https://www.coindesk.com

bottom of page