top of page

როგორია გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები კრიპტოვალუტების შესახებ?


გერმანული ბანკ Postbank-ის განცხადებით, გერმანელების 29% კრიპტოვალუტას სასურსველ ინვესტიციად აღიქვამს.


კვლევის შედეგები საბოლოოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის თებერვალში მათ 3,100 ადამიანი გამოკითხეს.


ახალგაზრდების (18-დან 34 წლამდე) ნახევარი დაინტერესებულია კრიპტოვალუტაში ინვესტირებით, ისინი კი გამოკითხულების 46%-ს შეადგენდნენ. მათგან 14%-ს სურვილი აქვს, იყიდოს ან კრიპტოვალუტების მაინინგში ჩაერთოს მომავალი წლიდან.


მიუხედავად ამისა, პოსტბანკის აღმასრულებელმა ციფრულმა ოფიცერმა განაცხადა, რომ სრული სურათის დასანახად უფრო მეტი დროა საჭირო და გერმანელები სპეკულაციური ტალღების გამო საკმარისად დაინტერესებულები არ არიან კრიპტოვალუტებით.


ასაკთან ერთად, გამოკითხვა სქესზეც ფოკუსირდებოდა, რის შედეგადაც გამოიკვეთა 3 საინტერესო ფაქტი: დამოუკიდებელი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად ქალების 60% თვლის მაშინ, როცა კაცებში ეს მაჩვენებელი 51%-ია. კრიპტოვალუტებიდან დიდი მოგება უფრო იზიდავს კაცებს (56%) ვიდრე ქალებს (36%). და ბოლოს, კაცების 36% ემხრობა კრიპტოვალუტების მხრიდან შემოთავაზებულ ანონიმურობას მაშინ, როცა ამავე პოზიციაზე ქალების 26%-ია.


გასათვალისწინებელია, რომ გამოკითხვა მაშინ ჩატარდა, როცა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფასი მკვეთრად ეცემოდა. ამიტომაც, კვლევის ორგანიზატორებიც გაკვირვებულები იყვნენ დაფიქსირებული შედეგებით.


დამატებით მაჩვენებლებს რაც შეეხება, გამოკითხულთა 20% დარწმუნებულია, რომ ისინი კარგად ინფორმირებულები არიან ამ საკითხზე მხოლოდ მედიაში წაკითხული სტატიებით. 29% ახალგაზრდებისა კი საკუთარ თავს კრიპტო ექსპერტად თვლის.


გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ბიტკოინს ბევრ ქვეყანაში ბეგრავენ. საინტერესოა სამხრეთ კორეის ფინანსური ინვესტორების დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგებიც, სადაც ნაჩვენებია, რომ 20-30 წლამდე ახალგაზრდებს ურჩევნიათ, ფული კრიპტოვალუტებში ჩადონ, ვიდრე ტრადიციული აქციები შეიძინონ.


წყარო: https://www.ccn.com

bottom of page