EOS-ის კოდში შეცდომების აღმოჩენით მკვლევარმა 7 დღეში 120,000 დოლარი მიიღო
პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოების მკვლევარს, გვიდო ვრანკენს, წარმოუდგენელი კვირა ჰქონდა ამ თვეში - მან 12 ხარვეზი აღმოაჩინა EOS პროგრამულ უზრუნველყოფაში.
2018 წლის 31 მაისს Bounty პლატფორმის, HackerOne-ის გამოყენებით, EOS-ის დეველოპერმა, Block.one-მა შეცდომების აღმოჩენის პროგრამა წამოიწყო პროდუქტის გასაუმჯობესებლად და ვრაკენმაც ამით ისარგებლა. HackerOne-ის მიხედვით, ვრანკენმა ჯამში $ 90,000 გამოიმუშავა, მაგრამ Twitter-ზე დაწერა, რომ განახლების შემდეგ საბოლოოდ $ 120,000 მიიღებს.
ამჟამად, EOS-ის პროგრამულ უზრუნველყოფაში ნებისმიერი შეცდომის პოვნის საბაზისო თანხა 10,000 დოლარია. ტექნიკური სიახლეების ვებ-გვერდის - ZDNet-ის მიხედვით, EOS-ის გუნდის წევრები ვრანკენის მუშაობით აღფრთოვანებულები იყვნენ და მას მუდმივი სამუშაოც კი შესთავაზეს. თუმცა, ჯერ უცნობია, დათანხმდება ის ამ შემოთავაზებას თუ არა.
ვრანკენმა ჯამში 92 პროგრამული შეცდომა აღმოაჩინა სხვადასხვა კომპანიებში, მათ შორის Twitter, Tor, OpenSSL, Dropbox, Python, Yahoo!, Slack, Trello და HackerOne. ის 2014 წლიდან მოყოლებული აკეთებს ამ საქმეს და ზოგჯერ მის ოფიციალურ ვებგვერდზე წარადგენს დეტალებს.
EOS-ის ფასი 14 დოლართან ახლოს რჩება
ამავდროულად, EOS-მა მისი ICO 2017 წლის 1 ივნისს დაასრულა, თითქმის ერთი წლის შემდეგ, რაც დაიწყო. სერიოზული უსაფრთხოების პრობლემა იქნა აღმოჩენილი მაშინ, როცა მთავარი ქსელის პროგრამული უზრუნველყოფა მალევე უნდა გაშვებულიყო, მაგრამ დეველოპერებმა დროულად შეძლეს კოდის გამოსწორება. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები ჯერ კიდევ ელოდებიან კონსენსუსის ფორმირებას მთავარი ქსელის გამშვები ჯგუფის გარშემო.
ICO-თი ჯამში 4 მილიარდი დოლარის მოგროვების შემდეგ, EOS-ის მთავარი ქსელის პროგრამული უზრუნველყოფა, EOSIO 1.0 საბოლოოდ 2017 წლის 2 ივნისს ჩაეშვა. 12.3 მილიარდი დოლარის ბაზრის მოცულობით, ფასებმა გაუმჯობესების ნიშანი აჩვენა. ახლა მისი ღირებულება 14 $-ზეა და წარმოდგენილია ისეთ ბირჟებზე, როგორიცაა Huobi, OKEx, Bithumb, Bitfinex და Binance.
წყარო: https://www.ccn.com