„ბიტკოინი არ იქნება გლობალური ვალუტა“: რიპლის ხელმძღვანელი ბრედ გარლინგჰაუსი
რიპლის ხელმძღვანელმა, ბრედ გარლინგჰაუსმა, სამშაბათს CNBC-ის უთხრა, რომ ბიტკოინი ვერ იქნება ხალხისთვის სასურველი ყველაფრის მომცველი გამოსავალი გლობალური ვალუტის მაჩვენებლებში.
„ვფიქრობ, ის ვერ იქნება ის პანაცეა, რომელსაც ხალხი ფიქრობდა, რომ იქნებოდა, სადაც ის მოაგვარებდა ყველა ტიპის პრობლემას,“ თქვა გარლინგჰაუსმა Money20/20 Euorpe-ის მიღმა, რომელიც ამ კვირაში ჩატარდება ამსტერდამში. „ამის ნაცვლად, ვხედავთ სხვადასხვა ტიპის მთავარი წიგნის სპეციალიზაციებს, სხვადასხვა სახის ბლოკჩეინებს.“
ორშაბათს, Apple-ის თანა-დამფუძნებელმა, ვოზნიაკმა, განაცხადა, რომ ის იმედოვნებდა, ბიტკოინი მსოფლიო ვალუტა გამხდარიყო. ასეთი ვარაუდი მანამდე Square-ის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმაც, გააკეთა.
იმაზე ხაზგასმით, რომ ეს არაა აუცილებლად შემთხვევა ვალუტების დაპირისპირებისა, გარლინგჰაუსმა გამოყო, რომ XRP ტრანზაქციები „1000-ჯერ უფრო სწრაფია“ ვიდრე ბიტკოინისა, რომელიც მან აღწერა, როგორც „საკმაოდ ნელი“.
მართალია, რომ ბიტკოინი, რომლითაც ყველაზე მეტად ვაჭრობენ, ნელია. ინტერვიუს დროს, ბიტკოინის საშუალო ტრანზაქცია ,Blockchain.info -ზე დაყრდნობით, იყო 42 წუთი, ხოლო XRP-ს ტრანზაქციებს დაახლოებით 4 წამი დასჭირდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის სავაჭრო მოცულობა გაცილებით დიდია XRP-საზე.
თუმცა, ბიტკოინის ტრანზაქციის სისწრაფე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების შედეგია, რომელიც ჯერ კიდევ არ გამასშტაბურებულა წარმატებით, რათა უფრო ფართო მომხმარებელთა ბაზისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი. რიპლის ტრანზაქციები ხორციელდება რიპლის პროტოკოლზე და არა ბლოკჩეინისაზე.
მან აღნიშნა ისიც, რომ მხოლოდ ერთი ვალუტის არსებობის მაქსიმალისტური იდეა არასახარბიელოა. „ხალხისთვის, რომლებიც კრიპტო სივრცეში, ბლოკჩეინ სივრცეში იმყოფება, ეს თითქმის წმინდა ომია ერთიმეორის წინააღმდეგ. მე ამ ვარიანტს არც განვიხილავ“.
გარლინგჰაუსმა თქვა, რომ კრიპტოვალუტების ათვისებას „ბევრი გამარჯვებული“ ეყოლებოდა და ახლახანს, CNBC-სთან განცალკევებულ ინტერვიუში, დაამატა, რომ ელოდებოდა ბიტკოინის გავლენის შემცირებას კრიპტოვალუტების ბაზარზე არსებული სხვა ვალუტების ფასზე, რადგან ხალხი სხვა არჩევანის გამოკვლევას დაიწყებს.
„ვფიქრობ, რასაც ვხედავთ, არის ამ სფეროს საერთო ზრდა და ბევრი მოგებული დარჩება,“ დაამატა მან.
წყარო: https://www.ccn.com