top of page

ჩინეთის დამოკიდებულების მოულოდნელი ცვლილება ბლოკჩეინ ტექნოლოგიისადმი


დასვენების წინა დღეებში ტელემაყურებლემა გაიგეს, რომ ბლოკჩეინის ღირებულება 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ინტერნეტისა. წყარო? ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია (CCTV) - მთავრობის მიერ კონტროლირებადი მთავარი არხი. ჯერჯერობით, ეს ამ ტექნოლოგიის უდიდესი მხარდაჭერა იყო ქვეყანაში.


CCTV-ის ერთ საათიან გადაცემაში ბლოკჩეინის შესახებ (ვიდეო არსებობს ჩინურ ენაზე) მონაწილეობდა სახელმწიფოს ოფიციალური და საერთაშორისო კრიპტო ექსპერტი, დონ ტაპსკოტი, „ბლოკჩეინის რევოლუციის“ კანადელი ავტორი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის მედიამ მიმართა საზოგადოებას იმის შესახებ, თუ როგორი ძვირფასია ბლოკჩეინი.


გადაცემამ ასევე გააფრთხილა საზოგადოება, არ ენდონ ბლოკჩეინის მსგავს თაღლითობებს, თუმცა ამ ტექნოლოგიის საბოლოო შეფასება პოზიტიური იყო. აღსანიშნია ისიც, რომ ჩინეთმა აკრძალა პირველადი მონეტების შეთავაზებები (ICO) და დახურა კრიპტო ბირჟები წინა შემოდგომაზე, რის შემდეგაც დაენგრათ კრიპტო მაინინგიც.


წყარო: https://qz.com

bottom of page