top of page

მოხვდება თუ არა ტრონი სამეულში უახლოეს ვადებში?


ყველაზე გავრცელებული ფაქტია, რომ ტრონის დამფუძნებლებს სურთ თავიანთი მონეტის ნახვა სამ საუკეთესო კრიპტოვალუტას შორის ბაზარზე. რა თქმა უნდა, ტრონს დიდი გზა აქვს გასავლელი ამ მიღწევამდე, თუმცა მათი ახალი გეგმები ნადვილად დგამენ ნაბიჯებს ამ მიზნისკენ.


თუ დავაკვირდებით პოზიციებს, 31 მაისს ტრონის MainNet-ს არ ჰქონია საუკეთესო შედეგი. ამ მომენტში, მონეტის ფასი 0.058 დოლარია, თუმცა ამ პრობლემას ისინი არ აძლევენ პესიმისტურ განწყობაზე დადგომის საშუალებას. ტრონს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ მიზანს მიაღწიოს. სწორედ ასე აპირებენ ისინი ამ ყველაფერს:


„ტრონის პროექტი - Genesis - ტრონის ქსელის გაზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. დეველოპერებს ექნებათ საშუალება, იყვნენ საპრიზო ფონდის ნაწილი, რომელიც 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ტრონის Accelerator-მა უკვე გამოყო კრედიტები დაპლებისთვის (Dapps), რომელიც შექმნილი იქნება ტრონის პლატფორმასთან ერთად. ქსელში გაშვებისთანავე 1-დან 24 ივნისამდე, მოეწყობა დაჯილდოვების პროგრამა ხარვეზების აღმოჩენისთვის, რომლისთვისაც ჯილდო 10,000-100,000 ამერიკული დოლარი იქნება - ეს დამოკიდებულია პრობლემის სირთულეზე“.


უფრო მეტიც, რა თქმა უდნა, MainNet-ის გასაშვებად მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ტრონის მიგრაცია ERC-20 მონეტიდან საკუთარ TRX მონეტამდე. ტრონის კომუნის თქმით:


„როცა 25 ივნისს მონეტის მიგრაციას, ე.წ „ტრონის დამოუკიდებლობის დღე“-ს მივაღწევთ, ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ გამოვეყოფით ეთერიუმის ERC-20 და გავხდებით TRX-20, ეს იქნება ტრონის ახალი სტანდარტული სახე. ტრონის მხარდამჭერები მიხვდებიან მიგრაციის მნიშვნელობას, რაგანაც ეს მისცემს მათ საშუალებას, უსაფრთხოდ და სწრაფად გადაცვალონ თავიანთი მონეტები. ყველა მნიშვნელოვანი ბაზარი დაეხმარება ტრონს ამ პროცესში“.


ყველაზე მნიშვნელოვანი: „MainNet-ის გაშვების წარმატებულად დამთავრების შემდეგ, ტრონს უკვე შეუძლია, შექმნას საკუთარი პლატფორმა. Q2-მა ნახა MainNet-ის გამოშვება გაუმჯობესებული DPoS-ით, უკეთესი მასშტაბურობითა და უსაფრთხოებით. Q3-ში, “Odyssey 3.0”, TRON Virtual Machine, ცნობილი როგორც TVM, გაშვებული იქნება 31 ივლისს, რომელიც დეველოპერებს საშუალებას მისცემს, განავითარონ გონიერი კონტრაქტები ტრონის MainNet-ზე“.


რა არის მთავარი მესიჯი ამ ყველაფრიდან?


ამ მომენტისთვის, ტრონი არასტაბილურია, რისი გათვალისწინებითაც მას ძალიან გრძელი და რთული გზის გავლა მოუწევს საუკეთესო სამეულში შესაღწევად. ბევრი იტყვის, რომ ეს შეუძლებელია, ბევრიც დარწმუნებული იქნება, რომ ტრონი შეძლებს ამას, თუმცა, რეალურად, არავინ იცის, რა მოხდება. ამ ეტაპისთვის უბრალოდ დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება ტრონი მისი არსებობის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში.


წყარო: https://cryptodaily.co.uk

bottom of page