Hedge-ის ფინანსური მენეჯერი კრიპტო სივრცის მომავალზე საუბრობს
Galaxy Digital Capital Management-ის დამფუძნებელმა და მთავარმა ხელმძღვანელმა, მაიკ ნოვოგრაცმა, Bloomberg Invest New York-ის თათბირზე კრიპტოვალუტის მომავალზე ისაუბრა. მთავარი თემები, რომლებსაც მაიკი ერიკ Schatzker-თან ინტერვიუში შეეხო:
ჩვენ კრიპტო რევოლუციის ჯერ კიდევ დამწყებ საფეხურებზე ვიმყოფებით, რომელსაც ის “Internet 3.0”-ს უწოდებს; მას სჯერა, რომ 15 წელიწადში სრულიად განსხვავებულ ბლოკჩეინს ვიხილავთ.
ეთერეუმი, რომელიც კრიპტო სფეისზე ერთ-ერთი ლიდერია, ჯერ მხოლოდ 3 წლისაა. თუ ამჟამინდელ სავაჭრო ბაზარს განვიხილავთ, როგორც სამი წლის ბავშვს, არაგონივრული იქნება მისგან დოქტორის ხარისხის მოთხოვნა.
15 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა მონაცემთა ბაზა ბლოკჩეინს გამოიყენებს. როგორც ის ამბობს, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს კერძო ბლოკჩეინი, მაგრამ მთავარი საკითხი ის არის, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რადგან „ის უფრო ეფექტურია მონაცემთა ორგანიზებისას.“
ბოლო რამდენიმე წელში, კრიპტო ბაზარზე თანხების დაახლოებით 98% საცალო მოვაჭრეებისგან შემოვიდა; ინსტიტუციონალური ინვესტორები კი ჩართულნი არ ყოფილან. არ არის საჭირო “ტოკენომოკის“ გაგება. მაიკის სიტყვებით, „სისულელის პიკი“ იყო, როცა ცნობილმა სახეებმა, როგორიც პარიზ ჰილტონია, ICO-ების გაპიარება დაიწყეს. შესაბამისად, ვაჭრობა გაიზარდა და მოსალოდნელად მშვიდად ჩაფლავდა.
ვაჭრობის შემდეგ ფაზაში ფულის გამოსამუშავებლად, თქვენ უნდა იცოდეთ, თუ როგორ მუშაობს მონეტები და უბრალოდ არ უნდა დააბანდოთ ფული ყველა ICO-ში.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული ბლოკჩეინების უმრავლესობა საკმარისად სწრაფი არ არის, ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი კომპიუტერული მეცნიერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს ამ პრობლემაზე და მაიკი დარწმუნებულია, რომ მასშტაბურობის პრობლემა მალე მოგვარდება.
მისი თქმით, EOS-ი სწრაფად იზრდება და ის „პირველი სწრაფი ბლოკჩეინი“ გახდება.
ის კრიპტოვალუტის გამოყენების საუკეთესო გზას არ მიიჩნევს ქაღალდის ფულის ჩანაცვლებას, რადგან, მისი აზრით, სახელმწიფოს არ სურს კონტროლის დაკარგვა და რეგულაციებით ეცდება ამის პრევენციას. სამაგიეროდ, ის დაინტერესულია იმ ახალი პროექტებით, რომლებიც რამდენიმე წელში იგეგმება და მოიცავს ცენტრალიზებული ბიზნესების განადგურებას, როგორიცაა Uber და AirBnb. მაგალითისთვის, მას სურს, რომ წარმოვიდგინოთ დეცენტრალიზებული უბერი.
სხვადასხვა დაწესებულებები ნელ-ნელა ეთანხმებიან მას და ამას ოთხი რამ განაპირობებს.
პირველი, ჩვენ გვაქვს განვითარებული ახალი კრიპტო მაჩვენებლები (როგორიცაა “Bloomberg Galaxy Crypto Index”). ჩვენ უნდა გვახსოვდეს წარსული, როცა ძირითადად ინდექსების მოქმედებებმა ინსტიტუციების ჩართულობა განაპირობა. მაგალითისთვის, განვიხილოთ, თუ რა მოხდა, 1962 წელს “S&P 500 Index”-ის გამოშვების შემდეგ, ან 1992 წელს, როცა გოლდმენმა გაუშვა „Goldman Sachs Commodity Index“-ი.
მეორე, დაწესებულებებს სჭირდებათ დიდი მეურვე ფირმების მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხო ქსელი და, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანი ახლახანს გამოცხადდა, ეს ისევ დაეხმარება მათ, თუკი აღიარებული დამცველი წევრები, როგორც “State Street”-ია, გადაინაცვლებენ ამ სივრცეში. მაიკლს სჯერა, რომ აღიარებული წევრების საკმაო რაოდენობა ეძებს გზას კრიპტო სივრცეში მოსახვედრად.
მესამე, მაიკლის აზრით რეგულაციები დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან მას არ სჯერა, რომ რეგულატორებს, როგორიცაა SEC, სურთ ინოვაციების მიჩქმალვა; მათ უბრალოდ თაღლითობისა და სავაჭრო მანიპულაციებისგან სურთ საცალო მოვაჭრე ინვესტორების დაცვა.
მეოთხე, იგივე FOMO (გამორჩენის შიში), რომელმაც მოიზიდა საცალო მოვაჭრეები, თანდათანობით ინსტიტუციონალურ ინვესტორებსაც მოიზიდავს.
კრიპტო პროექტებზე ინვესტირების შესახებ,ის ამბობს: „მონეტას მუშაობისთვის მონაწილეები სჭირდება. შესაბამისად, ჩვენ შევქმნით საზოგადოებებსა და კავშირებს, თუკი ამის შესაძლებლობა გვექნება.“
საბოლოოდ, იმათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ კრიპტო ბუშტში ვიმყოფებით, ის ამბობს, რომ საერთო კრიპტო სავაჭრო ბაზარი დაახლოებით 1.2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მოიცავდა ამა წლის იანვარში. როგორც კი ინსტიტუციონალური ინვესტორები ჩაერთვებიან, ეს 1.2 ტრილიონი დოლარი პატარა რიცხვად მოგვეჩვენება და არ გაგვიკვირდება, როცა კრიპტოვალუტის სავაჭრო ბაზარის ღირებულება (თუმცა არა ძალიან სწრაფად) 20 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
წყარო: https://www.cryptoglobe.com