შეძლებს რიპლი მომავალი წლიდან საბანკო ინდუსტრიის შეცვლას?
რიპლის აღმასრულებელი დირექტორის, ბრედ გარლინგჰაუზის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მომავალი წლიდან უამრავმა ბანკმა დაიწყოს XRP-თი გაძლიერებული xRapid ტექნოლოგიის გამოყენება.
ამ დრომდე, რიპლი არ აკეთებს ოფიციალურ განცხადებას იმის შესახებ, თუ რამდენი მომხმარებელი იყენებს xRapid-ს, რაც საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუციებს, გამოიყენონ XRP, რათა გააუმჯობესონ საკუთარი ფინანსური ტრანზაქციების სისწრაფე და ტრანზქციული ხარჯები. რამდენიმე დღს წინ გარლინგჰაუზმა განაცხადა:
„მყარად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ წლის ბოლოდან უამრავი ბანკი გამოიყენებს xRapid-ს საკუთარი ფულადი ტრანზაქციების სერვისის გასაუმჯობესებლად. შემდეგი წლიდან კი ასეთი ბანკების რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას ველით. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, გავზარდოთ ეკოსისტემა და ვიმუშაოთ თითოეული მომხმარებლის პრობლემის ინდივიდუალურ გადაწყვეტაზე“.
მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა მალე დასრულდეს ის ეპოქა, როცა ბიტკოინის ფასი მთელს ბაზარს განსაზღვრავდა. მან ასევე დაამატა, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი ბიტკოინისა და ბიტკოინ ქეშის მომავალზე, თუმცა ხალხი შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს, რადგან ეს ორი კრიპტოვალუტა ვერ გადაჭრის იმ პრობლემებს, რასაც მისგან ელიან.
გარლინგჰაუზის განცხადებით, ბიტკოინი სანდოა ფულის შესანახად და არა როგორც ვალუტა, რადგან ის არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით ნელია. რიპლის დამაარსებლის თქმით, ფული იმავე სისწრაფით უნდა მიმოიცვლებოდეს, როგორც დღეს ინფორმაცია: მომენტალურად.
„ბიტკოინის ბლოკჩეინი საკმაოდ ნელია, ხალხს ეგონა, რომ ის ფულადი გზავნილების პრობლემას გადაწყვეტდა. XRP კი მასზე ათასჯერ სწრაფი და იაფია. ამ ასპექტში ბიტკოინი კონკურენციას ვერ გვიწევს. XRP-ს ტრანზაქციები 1 პენიზე ნაკლები ჯდება და მას მხოლოდ 3 წუთი სჭირდება. შედარებისთვის, ბიტკოინს 45 წუთი სჭირდება, ზოგჯერ საათებიც და ტრანზაქციული ხარჯები $3-დან $30 დოლარამდეც კი მერყეობს.“
წყარო: https://dailyhodl.com