top of page

როდის მიაღწევს ბიტკოინი კვლავ $10,000-ს?


რატომ არის $10,000 ნიშნული მნიშვნელოვანი? ბევრი მცირე თუ მსხვილი ინვესტორი იმის იმედით რჩება ბაზარზე, რომ ბიტკოინი კვლავ მიაღწევს $20,000-იან ნიშნულს. $10,000 კი ნახევარი გზა არის მიზნამდე და ერთგვარ სანიშნეს წარმოადგენს - ზღვარს, რომელიც ბიტკოინმა უნდა გადალახოს.


კრიპტო სამყაროში, ოპტიმიზმის შესანარჩუნებლად ბევრი ნახევრებით ზომავს მიზნებს, სწორედ ასეთი ფსიქოლოგიური ზღვარია $10,000.


ივნისის თვეს ბევრი გასულ აპრილს ადარებს, როცა არ არსებობდა ოპტიმიზმის მიზეზი და ნიშანი, ბაზარი საკმაოდ დაცარიელებულად გამოიყურებოდა წინა მონაცემებთან შედარებით და მოულოდნელად 1 საათში ბიტკოინის ფასმა $1000-ზე მეტით მოიმატა.


თუ ანალოგიური განმეორდა ივნისში, ბიტკოინის ფასი $10,000-ს მიაღწევს და, როგორც ვიცით, როცა ბიტკოინის ფასი იმატებს, მას მიჰყვება მთელი ბაზარიც.


რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სპეკულაციებია და არანაირი გარანტია არ არსებობს. რაც შეიძლება ფასის წინა ვარდნებისგან ვისწავლოთ არის ის, რომ ბაზარი აიწევს ზევით და დასრულდება ნეგატიური ტრენდი. ის, რაც მარკეტს ბოლო თვეებში მოსდის, ბუნებრივი პროცესია, რაც საწყის ეტაპზე მისი არამყარობითაა გამოწვეული.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს სტატია არ წარმოადგენს რჩევას იმის შესახებ, უნდა იყიდოთ თუ გაყიდოთ თქვენი კრიპტოვალუტები. პირადი გადაწყვეტილებებისთვის, გირჩევთ რისკების განსასაზღვრად თავად გამოიკვლიოთ ბაზარი და მოსალოდნელი სიახლეები.


წყარო: https://cryptodaily.co.uk

bottom of page