top of page

რიპლი საკუთარ ბლოკჩეინ პლატფორმას დიდ ისლამურ ბანკს ამატებს


ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ისლამურმა საბანკო ინსტიტუციამ, Kuwait Finance House (KFH)-მა პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა Ripple-სთან.


KFH-მა განაცხადა, რომ ისინი გამოიყენებენ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სერვერს და ისარგებლებენ ამ ტექნოლოგიის მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო ფულადი ტრანზაქციების სერვისით.


რიპლის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან ახალი ოფიციალური პარტნიორობით და მიესალმებიან KFH-ის გუნდს.


ბანკმა მოკლე ვიდეოში განაცხადა, რომ ისინი „ძალიან ბედნიერები და ამაყები არიან ამ პარტნიორობით“.


შეთანხმება უკვე მზადაა და ძალაში ძალიან მალე შევა. ისინი უცდიან ქუვეითის ცენტრალური ბანკის საბოლოო დასტურს, რის შემდეგაც Kuwait Finance House ოფიციალურად დაიწყებს რიპლის პლატფორმის გამოყენებით ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის. დარჩენილი ეტაპები მხოლოდ ფორმალობაა და ორივე მხარემ უკვე აღნიშნა ახალი წარმატებული პარტნიორობა.


bottom of page