top of page

ნიუ-იორკში სპეციალური კრიპტოვალუტების მაკონტროლებელი გუნდი იქმნება


ნიუ-იორის ასამბლეა ქმნის კრიპტოვალუტების მაკონტროლებელ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც გამოიძიებს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ირგვლივ არსებულ სიტუაციას.

ნიუ-იორკის შტატმა საკმაოდ ინოვაციური მიდგომა არჩია კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის თემატიკაზე. ქალაქის მთავრობას აქამდეც განუცხადებია, რომ მათ სურთ, იყვნენ ლიდერები ბლოკჩეინ სივრცეში.

როგორც ნიუ-იორკის ასამბლეის განცხადებაში წერია, ისინი სპეციალური დაჯგუფებისგან ელიან შეფასებებს შემდეგ თემებზე:

  1. ფინანსური სერვისის დეპარტამენტის მიწერ დაწესებული რეგულაციების შედეგები კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებაზე და დანერგვაზე ნიუ-იორკში.

  2. ნავაჭრი კრიპტოვალუტების დაახლოებითი რაოდენობა ნიუ-იორკში და მათი წილი საერთო ბაზარზე.

  3. ნიუ-იორკის შტატში ფუნქციონირებადი ონლაინ ბირჟების რაოდენობა და მათი მოცულობა საერთო ბაზრის ფონზე.

  4. კრიპტოვალუტების გამოყენების შედეგი შტატში არსებულ გადასახადებზე.

  5. იმ ბიზნესების ტიპები, რომლებიც ყველაზე მეტ ინვესტიციას დებენ ციფრულ ვალუტაში.

  6. ენერგიის მოხმარება, რომელიც საჭიროა კრიპტომაინინგისთვის და მისი წილი სრულიად მოხმარებულ ენერგიაში.

  7. ციფრული ვალუტების ბირჟების გამჭვირვალობა და არსებული მანიპულაციები.

  8. სხვა შტატების და ფედერალური მთავრობების მიერ გამოყენებული რეგულაციები ციფრულ ვალუტაზე.

  9. მარეგულირებელი და აღმასრულებელი რეკომენდაციები, თუ არსებობს, რათა გაზრდილი იქნას გამჭვირვალობა და უსაფრთხოება, დაცული იყოს მომხმარებლების უფლებები.

დაჯგუფებისგან გამოხმაურებას და ვრცელ მოხსენებას ელიან არაუგვიანეს 2019 წლის 15 დეკემბრისა. მოსალოდნელია, რომ იმ დრომდე კრიპტოსამყარო საგრძნობლად შეიცვლება, ამიტომაც წინასწარი პროგნოზების გაკეთება უადგილოა.

წყარო: https://altcoinbuzz.io

bottom of page