ერთი ისარი, ორი ჩიტი: ლაითკოინი ორ მთავარ განახლებას აქვეყნებს
ლაითკოინი იყო or roll 2018 წლის 31 მაისს, როგორც პროექტის დამფუძნებელმა, ჩარლი ლიმ, დაპოსტა ტვიტერზე, იგეგმება ორი დიდი განვითარება ამ ციფრული ვალუტისთვის. პირველი, პლატფორმის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და, მეორე, TapJets-ის მიერ ლაითკოინის გადახდების მიღება.
Litecoin v0.16.0 გაშვებულია
ოფიციალურ ბლოგზე გამოაქვეყნეს, რომ ლაითკოინმა გამოუშვა დიდი ხნის ნანატრი Litecoin Core v0.16.0 31 მაისს. ეს არის მნიშვნელოვანი განახლება ციფრული მონეტისთვის, რომელიც დაფუძნებულია ბლოკჩეინზე.
განახლების ოქმმა უნდა გამოიწვიოს ცვლილებები ასევ ამ მონეტის საფულის, GUI-ს, RPC-სა და სხვა კომპონენტებშიც. განახლება ხელს უწყობს „შემოკლებული კვანძების“ მხარდაჭერას, რაც საშუალებას აძლევს მაინერს გაუშვას პროტოკოლის კვანძების ვერსია შესანახი ადგილის ნაკლებად გამოყენებით. ასევე ნაკლები ენერგიის მოხმარებაში უწყობს ხელს, რაც სტიმულს აძლვეს კომპიუტერს, რომ უფრო ხარისხიანად იმუშაოს.
დამატებით, იგი აძლიერებს SHA-256-ს - კრიპტოგრაფიული ჰეშირებასაც.
SegWit-ის საფულე სტანდარტების მიხედვით
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განახლებაა SegWit-ის საფულის მხარდაჭერა, რომელსაც Litecoin Foundation დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ამ ინტეგრირების შემდეგ, SegWit-ის ყველა მისამართი უნდა იყოს დამატებული ლაითკოინის საფულის მისამართებში.
RPC-დან შექმნილ SegWit-ის ყველა მისამართს უნდა ჰქონდეს საკუთარი “redeemscripts” დამატებული პირდაპირ საფულის ფაილში, რაც საშუალებას მისცემს, აღადგინოს ძველი რეზერვული ასლები მანამ, სანამ იგი ხელმისაწვდომი იქნება განახლებად პროგრამულ უზრუნველყოფაში.
მოკლედ რომ ვთქვათ, v0.16.0-მა HD საფულეების სტანდარტული ვერსია გააძლიერა დროის და მცდელობების დაზოგვის მიზნით.
ფრენის აგრეგატორი აქვეყნებს ლაითკოინის მხარდაჭერას
მსოფლიოს მასშტაბით 16,000-ზე მეტ კლიენტთან ერთად, TapJets პირადი თვითმფრინავების დაჯავშნის კომპანიაა, რომელიც ტრაბახობს ჩარტირებული თვითმფრინავების მყისიერად დაჯავშნით, ერთ წუთზე ნაკლებ დროში. 30 მაისს ამ კომპანიამ მხარი დაუჭირა ლაითკოინის გადახდებს და ციფრული ვალუტით მომსახურებაც გახსნა.
TapJets-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იუჯინ კესელმენმა, ტვიტერზე დაპოსტა: „ლაითკოინის საზოგადოება ძლიერია და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Litecoin Foundation შემოგვიერთდა. კრიპტოვალუტის გამოყენების გამარტივება უფრო მეტ ადგილას არის ის, რაც მიჯნავს ლიდერებს მომხმარებლებისგან“.
ლიმ გამოხატა თავისი მადლიერება, როდესაც მან ლაითკოინს „საუკეთესო კრიპტოვალუტა გადახდებისთვის“ უწოდა მისი ლიკვიდურობის, მარტივი ინტეგრირებისა და სიჩქარის გამო.
ასევე, ჩარლი ლის განცხადებით, 31 მაისს ფრენების სხვა პროვაიდერმაც, SurfAir-მა, გამოხატა პარტნიორობის სურვილი ლაითკოინთან. დეტალები ამასთან დაკავშირებით იქნება მოგვიანებით.
წყარო: https://btcmanager.com