top of page

Wall Street-ი კარგავს ახალგაზრდა ნიჭიერებს კრიპტო ინდუსტრიის გამო


დებატები Wall Street-ის სხვადასხვა ფინანსურ დაწესებულებებს შორის იმის თაობაზე, ჩაერთნონ თუ არა კრიპტო ინდუსტრიაში, კვლავ მიმდინარეობს.


თუმცა, რამდენიმე ახალგაზრდამ მოკლე პერიოდში უკვე ნახა სარგებელი კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში ინვესტიციის შემდეგ და უკვე ისინი მიდიან სამსახურებიდან; ამავდროულად, კვლავ დებენ ინვესტიციებს კრიპტო ბაზარზე და ახალ ბიზნეს კომპანიებს აყალიბებენ.


Bloomberg-ის ცნობებით, ადრიან ქსინლი ჟანგმა, გერმანული ბანკის 29 წლის დირექტორმა დატოვა სამსახური იმავე თვეში, როცა დააწინაურეს. მსგავს გზას დაადგა კიდევ სამი თანამშრომელი, რომელთა ასაკებიც იყო 28-36-ს შორის: ისინი წამოვიდნენ სამსახურიდან, რათა პერსონალური ინვესტიციებიდან ენახათ მოგება.


ასევე, BlockRock Inc-ში ასიმ აჰმედიმ, საპენსიო თანხების განაწილების ადვოკატმა, უარი თქვა თავის სამსახურზე, რომელიც ბევრის გადმოსახედიდან საოცნებო სამუშაოა. მან სამსახური დატოვა იმ მოგების გამო, რომელიც ეთერიუმისგან მოიპოვა.


ასიმმა თქვა, რომ მან იყიდა ეთერიუმი მთელი თავისი დაზოგილი ფულით 10 დოლარად და, როდესაც ფასმა 1,400 დოლარს მიაღწია, მაშინვე გაყიდა. მან ასევე თქვა: „თუ თქვენ მოგეწონათ არასტაბილურობა ფასის ზრდისას, მაშინ თქვენ უნდა აღიაროთ, რომ ფასის დაცემა ისევე მძიმე იქნება, თუ უფრო მეტად არა“.


ბევრმა ახალგაზრდა ინვესტორმა გადაწყვიტა, რომ ვირტუალური ვალუტით მიღებული მოგება ისევ კრიპტო ბაზარზე ჩააბრუნოს. ეს გამაოგნებელია, რადგან მათი ასაკის გათვალისწინებით, ბევრი იფიქრებდა, რომ ისინი ტყუილად გაფლანგავდენენ ფულს ძვირადღირებული მანქანებისა და სახლების ყიდვით, თუმცა მათ გადაწყვიტეს ამონაგების ისევ კრიპტო სივრცეში ინვესტირება.


აჰმედმაც, მათ მსგავსად, ჩააბრუნა თავისი ამონაგები. საბოლოოდ, ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს ამ ინდუსტრიაზე.


BlockRock შემოსავლების ყოფილმა სპეციალისტმა ისაუბრა Wall Street-ზე თაობების განწყობაზე: „ახლაგაზრდებს შესაძლოა უფრო მეტი ინტელექტი აქვთ და უფრო გონებამახვილები არიან, თუმცა მათ რისკებზე ნაკლები პასუხისმგებლობა და ახლა არსებულ კრიპტო ბიზნესებთან მუშაობის ნაკლები გამოცდილება აქვთ“.



Wall Street-ის დაწესებულებებს კვლავ პოლემიკა აქვთ გამართული, ჩადონ თუ არა ინვესტიცია კრიპტო ბაზარზე - ასეთი ფანტასტიური შესაძლებლობების მქონე სივრცეში - რადგანაც ტრადიციული ვაჭრობა ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა, უფრო და უფრო მეტი ხალხის ამ საქმიანობაში ჩართვის გამო.


წყარო: https://zycrypto.com

bottom of page