top of page

ნორვეგიის ყველაზე დიდი ბანკმა IOTA-სთან პარტნიორობა გამოაცხადა


IOTA-მ DNB ASA-სთან პარტნიორობის შესახებ 31 მაისს განაცხადა. პარტნიორობის ფარგლებში DNB და IOTA შეისწავლიან გზებს ახალი ტექნოლოგიებისა და პროცესების ასათვისებლად, რომლებიც IOTA’s “Tangle“-ის საფუძველშია.


DNB ნორვეგიის ყველაზე მსხვილი ფინანსური ფირმაა ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით. ფირმა სპეციალიზირდება საინვესტიციო ბანკინგზე, გლობალურ ბაზრებზე და კორპორატიულ ბანკინგზე. ის გლობალური ლიდერია საბანკო გადაზიდვების, ენერგეტიკისა და ზღვის პროდუქტების ინდუსტრიებში.


DNB-ში დისტრიბუციური დავთრის ტექნოლოგიის (DLT) ხელმძღვანელმა, Lasse Meholm-მა, პარტნიორობის შესახებ განაცხადა:


„აშკარაა, რომ ნივთების ინტერნეტის (IoT), მანქანების შორის (M2M) საკომუნიკაციო და მიკროსერვისების საგადახდო სისტემების ესკალაცია მოხდება მომავალში, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ დისტრიბუციურ დავთარზე დაფუძნებული ტექნოლოგია, როგორიცაა IOTA, გვაძლევს ღირებულ გამოცდილებას. ასევე, სამომავლო შემოსავლების ნაკადებისა და ბიზნეს მოდელების შესახებ ცოდნას. მოუთმენლად ველით IOTA-სთან თანამშრომლობას.“


DNB- სთან პარტნიორობის შესახებ ცნობა ჩნდება ცოტა ხნის შემდეგ, რაც IOTA-მ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა გაეროს ძირითად ლოჯისტიკურ ფირმასთან თანამშრომლობის შესახებ. ეს პარტნიორობა ასევე გულისხმობს Tangle ტექნოლოგიის გამოყენებას გლობალური ტრანზაქციებისა და გამჭვირვალობისთვის.


„ნორვეგია ყოველთვის ანგარიშს უწევდა უახლესი ტექნოლოგიური პარადიგმის ცვლილებას ჩვენი საზოგადოების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. აღტაცებული ვარ IOTA Foundation-ით, რომელიც ნორვეგიის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს დისტრიბუციური დავთრის ტექნოლოგიით და IOT-ით გადახდების ათვისებაში დაეხმარება.“- დასძინა დევიდ სონსტებომ, IOTA Foundation-ის დამფუძნებელმა.


IOTA-ს ფასის ძლიერი პოზიცია ნარჩუნდება


IOTA-ს ფასის სტაბილური ზრდა დღესაც გრძელდება, რადგან ინვესტორების ოპტიმისტური განწყობა ჯერ კიდევ ნარჩუნდება, რისი მეშვეობითაც მონეტა 1 ივნისს უკვე 4%-ით გაიზარდა და 1.82 დოლარს მიაღწია. თანაც, ეს მაშინ, როდესაც ზოგადად ბაზარი გაცივდა.


IOTA-ს პერსპექტივები ფინანსურ სექტორში


ბოლო დროს, საბანკო სექტორმა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შესასწავლად დიდი ყურადღება მიიქცია. ბიტკოინითა და ბლოკჩეინით დაინტერესებული ბანკების ზრდის ფონზე, უფრო მეტი „საკვლევი“ პარტნიორობის გამოჩენას უნდა ველოდოთ, როგორიცაა IOTA და DNB.


პროექტებს, რომლებიც ტრანზაქციის მოგვარების, აუდიტისა და იდენტობის მენეჯმენტის ეფექტურობის გაუმჯობესების დაპირებას იძლევა, ყველაზე დადებითი გამოხმაურება აქვს ფინანსური სექტორისგან. CCN-ს განცხადებით, დისტრიბუციული დავთრის ტექნოლოგია ფირმებს პირდება უფრო სწრაფ, გამჭვირვალე ანგარიშსწორებას, რის შემთხვევაშიც ტრადიციული ბლოკჩეინები ნაკლებად იდეალური ჩანს.


თუმცა, IOTA Foundation-მა სხვა პარტნიორებისგან კრიტიკა მიიღო, რაც კომპიუტერული უსაფრთხოების მკვლევარების მიმართ ჩხუბმა გამოიწვია. ამის შედეგად კი ლონდონის კოლეჯმა IOTA-სთან კავშირი გაწყვიტა.


წყარო: https://www.ccn.com

bottom of page