top of page

ლაითკოინის ფასი წელს სწრაფად გაიზრდება შემდეგი მიზეზების გამო


შენიშვნა: სტატია აღებულია cryptodaily.co.uk-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას.

ლაითკოინი, როგორც კრიპტოვალუტა, ამ ეტაპზე ‘შეუფასებლობის’ პერიოდშია. ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად ბაზრის ჩავარდნების ბრალია, როდესაც კრიპტოვალუტებმა ფასების მკვეთრი ვარდნა განიცადეს. ეს მონეტა ერთ-ერთი ვალუტაა, რომელმაც მთლიანად გამოცადა ამის ძალა. იმ დროს, როცა სხვა კონკურენტები, როგორიცაა EOS, გამოკეთდა ამ პრობლემებისგან, ლაითკოინი ჯერ კიდევ მცირე ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, არსებობს ბვერი მიზეზი, რომელიც ამართლებს იმ მოსაზრებას, რომ ლაითკოინის ფასი 2018 წელს მკვეთრად გაიზრდება.


ამ მონეტის მწვერვალი იყო 366.15 დოლარი, სანამ იგი 114.23 დოლარზე გაჩერდებოდა ფასის დაცემის შემდეგ. ამ მომენტში ლაითკოინის ფასი 119.82 დოლარია, ეს არ ნიშნავს აღდგენის უუნარობას, პირიქით ეს ნიშნავს, რომ მონეტა ჯერ-ჯერობით შეუმჩნეველია. მას ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი, კიდევ ერთხელ გაიზარდოს ფასში.


Central Five Media-მ გამოაქვეყნა კრიპტოვალუტისა და ფინანსური ბლოგერების ვიდეო, სადაც საუბარია ამ სამ მიზეზზე. ეს ვიდეო შეგიძლიათ ნახო აქ:


ან შეგიძლიათ, წაიკითხოთ ქვემოთ.


ლაითკოინმა მცირედი მატება განიცადა


მცირედი მატებების შედეგად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაითკოინი მიილტვის ფასის ზრდისკენ. მას აქვს ამის და უფრო მეტის შესაძლებლობაც: ეს ყველაფერი დროის საკითხია, სანამ ლტოლვა უფრო არ გაიზრდება და არ დაიწყება ამ მონეტის აყვავება.


LitePay-ის ხელახალი გაშვება


LitePay უნდა ყოფილიყო რევოლუციური, თუმცა ამ პროექტის გაშვება ჩაიშალა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა ლაითკოინის რეპუტაციას. ბევრ ადამიანს ჯერა, რომ ამ პროექტის უკეთესი ვერსია უკვე მზადებაშია, რაც მართლა კარგი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სპეკულატურია ამ მომენტისთვის, მსგავსი პროექტის გაშვებამ შესაძლოა ლაითკოინი მთვარეზე წაიყვანოს. ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვიცით რა მოხდება, თუმცა ველოდებით, რომ ეს ერთხელაც მოხდება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ლაითკოინის აღიარებისკენ.


ბიტკოინი, ლაითკოინის ბიძაშვილი


საბოლოოდ, Central Five Media-ს ჯერა, რომ ლაითკოინის ფასის მკვეთრი ზრდა მისი ბიტკოინთან ურთიერთობის გამო მოხდება. სწორედ ამ ურთიერთობის გამო აქვს ამ მონეტას ასეთი რეპუტაცია, რაც საბოლოოდ უფრო დიდ ინდუსტრიაში გადაიზრდება და უფრო მეტის ყურადღებას მიიპყრობს - შესაბამისად, ფასიც გაიზრდება.


ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მარტივია წარმოვიდგინოთ, თუ როგორ უნდა მოველოდოთ ლაითკოინის ფასის მკვეთრ ზრდას. ასევე, მე უნდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის ინვესტირების რჩევა. წინასწარ გამოიძიეთ, სანამ რამეში ინვესტიციას ჩადებთ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ზემოთ ხსენებული ლაითკოინისთვის პოზიტიურ შედეგს მოგვასწავებს. ჩვენ უნდა ველოდოთ ამ მონეტის ფასის ცვლილებას მოგვიანებით 2018 წელს.


წყარო: https://cryptodaily.co.uk

bottom of page