top of page

13 ივნისი შესაძლოა კრიტიკული დღე იყოს კრიპტოვალუტებისთვის


კრიპტოვალუტების ბაზრის ირგვლივ არსებული მერყეობა შესაძლოა მივაწეროთ რამდენიმე ფაქტორს. გატეხილი გადამცვლელები, ცუდი შეფასებები, ახალი ფუნქციების არასწორად გამოყენება - ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ფასზე. კიდევ ერთი ფაქტორი არის ინვესტორების დაუცველობა, რადგანაც არ არსებობს სახელმწიფო რეგულაციები. ინვესტორებმა და ენთუზიასტებმა არ იციან, სახელმწიფო გამოვა ციფრული ვალუტების მხარდასაჭერად თუ მის წინააღმდეგ და ეს არის ყველაზე დიდი საფიქრალი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. შესაძლოა - მხოლოდ ვარაუდის დონეზე - რომ ეს შეიცვლება სადღაც ივნისში, რადგანაც აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) გეგმავს ინვესტორების კონფერენციის გამართვას ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Georgia State University).


13 ივნისს, SEC-ი უმასპინძლებს “საქალაქო მნიშვნელობის” ღონისძიებას უნივერსიტეტში და მიიწვევს საზოგადოების წევრებს, რომ მიიღონ მონაწილეობა არაფორმალურ დისკუსიაში სააგენტოს წევრებთან. თემა იქნება კრიპტოვალუტებიდან FineTech-მდე პრაქტიკულად ყველაფერი. წერილის მიხედვით, რომელიც SEC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, “შეხვდით ადამიანებს, რომლებიც დაეხმარნენ ვოლ სტრითს განვითარებაში. ხუთივე კომისარი ჩამოვა ატლანტაში, რათა შეგხვდნენ თქვენ: ახალგაზრდა ადამიანებს, სამხედროებს, ქალაქელებს და სოფლელებს, მათ ვინც აგროვებთ საპენსიო ფონდს, უფროსებს, განსხვავებულებს, სამხრეთ აღმოსავლეთის დინამიურ ხალხს.”


ორი აზრი არ არის, რომ SEC-ს უჭირავს ძლიერი პოზიცია კრიპტოვალუტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი - ICO-ების. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი პოზიცია არ ნიშნავს აუცილებლად კრიპტომოწინააღმდეგეობას; მათი პოზიცია არის მიმართული აფიორების წინააღმდეგ. SEC-ი ამბობს, რომ კრიპტოვალუტა შესაძლოა სიცოცხლისუნარიანი შეთავაზება იყოს, მაგრამ სააგენტოს სურს, რომ სარეველა ფესვიანად ამოძირკვოს, რათა სუფთა და სამართლიანი მოედანი დატოვონ.


რეგულაციების შემოღებამ შესაძლოა შეამციროს არასტაბილურობა და დაეხმაროს ინდუსტრიას ზრდაში. შეინ ბრეტი, გეკო გოვერნანსის აღმასრულებელი დირექტორი, აკეთებს კომენტარს, რომ ინსტიტუციონალური ფული მზად არის შევიდეს კრიპტოვალუტების ბაზარზე, მაგრამ რეგულატორული ზედამხედველობის არარსებობის გამო - იმ ზედამხედველობის, რომლებიც ფაქტობრივად ყველა საინვესტიციო ინდუსტრიაში არსებობს - ვერ ხდება ინვესტორების შენარჩუნება. გეკო გოვერნანსი არის კომპანია, რომელსაც შექმნილი აქვს ინსტრუმენტები რეგულაციების გასატარებლად.


ამ შეხვედრამ შესაძლოა მისცეს კრიპტოვალუტების ინდუსტრიას გაცილებით უფრო მეტი საჭირო ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ SEC-ი მიმართულია რეგულაციების გასატარებლად. არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ - ვაჭრობის აღრიცხვა, აუდიტი - თავსებადი სისტემები, გაიდლაინები და ა. შ. როდესაც ვქმნით რეგულირების პარამეტრებს და იმედია სულ მცირე რომელიმე დეტალი მაინც გამოქვეყნდება შეხვედრის დროს.


წყარო: https://coingeek.com

bottom of page