top of page

ჩინეთის ახალი მიდგომა კრიპტოვალუტების მიმართ


ქსიაო ხინი გლობალ თაიმსიდან, ინგლისურენოვანი ჩინური ჟურნალიდან, ამტკიცებს, რომ ბიტკოინის რეგულირება უკეთესია, ვიდრე მისი სრული აკრძალვა.


ჩინეთის სახალხო ბანკს ჰქონდა მყარი პოზიცია ბიტკოინის და კრიპტოვალუტების წინააღმდეგ: ისინი აფრთხილებდნენ ჩინეთის მოქალაქეებს ამ ვალუტების რისკიანობაზე და ამტკიცებდნენ, რომ ჯერ-ჯერობით ამ მონეტებს რეალური გამოყენება უბრალოდ არ აქვთ.


ჩინეთის ხელისუფლება არაკომფორტულად გრძნობს თავს დეცენტრალიზების იდეასთან და ცენტრალური ბანკისთვის ძალაუფლების წართმევასთან დაკავშირებით. ჩინეთის ხელისუფლება ეცადა, ტრადიციული ფინანსური სისტემიდან გაქცევა შეეჩერებინა კრიპტოვალუტებით ვაჭრობის და ICO-ების აკრძალვით.


თუმცა, ციფრული აქტივების მომხმარებლების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება, რაც ზოგს აფიქრებინებს, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები შესაძლოა კომერციის მომავალი აღმოჩნდეს.


“არსებობს რწმენა, რომ უბრალოდ ბიტკოინზე უარის თქმა არ წყვეტს კრიპტოვალუტების პრობლემას,” წერს ქსიან ხინი. “უფრო ფუნდამენტური მიდგომა იქნება ის, რომ მივიღოთ ახალი ტექნოლოგია ისე, რომ არ დავაყენოთ ქვეყნის ფინანსური სისტემა რისკის ქვეშ.”


თუ ჩინეთის ხელისუფლება ეცდება, მიახრჩოს ბიტკოინის ზრდა და მასთან ერთად კრიპტოვალუტების მოხმარება, შესაძლოა ქვეყანაში ბლოკჩეინ რევოლუცია დაიწყოს.


ხინი გამოთქვამს აზრს, რომ ბიტკოინის აკრძალვა ვერ შეძლებს კრიპტოვალუტების შეჩერებას და აიძულებს ინდუსტრიის ლიდერებს, წავიდნენ ადგილებში, სადაც უფრო ხელგაშლილები ხვდებიან კრიპტოვალუტებს.


ამ თვის დასაწყისში, გლობალ თაიმი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა: ის ამბობდა, რომ ბიტკოინი უნდა აიკრძალოს რისკების ასარიდებლად, რომლებიც ამ სპეკულაციურ ბაზარს თან ახლავს.


აზრი ნამდვილად ორად არის გაყოფილი, მაგრამ ცნობიერების ამაღლება და კრიპტოვალუტების ინტერესი იქამდე მიდის, რომ, წესით, უნდა მოხდეს მათი აღიარება და განხილვა.


ქსიაო ხინი ამბობს, რომ აშშ-ს მიდგომა დარეგულირებისა და გამოძიების საკითხებზე ნამდვილად ამხელს კრიმინალებს და ხელს უწყობს კრიპტო ბაზრებს, მაგრამ გაძლიერებული კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან დაეხმარება კრიპტოვალუტების განვითარების პროცესს და მას ხელმისაწვდომს გახდის მასებისთვის.


წყარო: https://zycrypto.com

bottom of page