top of page

შეწყვეტს თუ არა ბიტკოინი ალტკოინების ფასის მართვას?


კრიპტოვალუტების გამოჩენიდან, სხვადასხვა ვალუტების ფასის დაცემა და მომატება ბიტკოინის ფასთან იყო და არის დაკავშირებული. რიპლის აღმასრულებელი დირექტორის, ბრედ გერლინგჰაუზის თქმით, ეს კავშირი მალე დაირღვევა.


„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი მსგავსება რიპლისა და ბიტკოინის ფასის ცვლილებებს შორის, ისინი განსხვავებული საჯარო ტექნოლოგიებია“ - აცხადებს გერლინგჰაუზი. „ჯერ მხოლოდ დასაწყისია, დროთა განამვლობაში ჩვენ დავინახავთ ბაზრის უფრო რაციონალურ ქმედებებს“.


თავდაპირველად, კრიპტობაზარზე აქტივობა მხოლოდ რიგი ვალუტების შეძენით და მათი შენახვით ხასიათდებოდა.


თუმცა, რაც უფრო მეტი ვალუტა გამოჩნდა ბაზარზე, მით უფრო შეიცვალა ეს. დღეს 1,500 ზე მეტი კრიპტოვალუტა გვაქვს და მათი რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.


ინვესტორები დაინტერესდნენ მცირე პროექტებით, რადგან იმედი ჰქონდათ და აქვთ, რომ რამდენიმე ცენტის ღრებულების ვალუტები ბიტკოინის ფასს მიაღწევენ. ყოველი ახალი ვალუტა აღიქმებოდა შესაძლებლობად, რომ სამომავლოდ ჩართულიყვნენ დიდ პროექტში.


მაშინ, როცა ბიტკოინი ათასობით დოლარი დაგიჯდებათ, რიპლის შეძენა სულ რამდენიმე ცენტად შეგიძლიათ. 1 მონეტის ფლობა კი არასდროსაა ისეთი სასიამოვნო, როგორც რამდენიმე ათასის.


ახლა კი მხოლოდ ყიდვის და შენახვის ნაცვლად, ინვესტორები იყენებენ ბიტკოინს, რათა იყიდონ სხვა ვალუტები და ივაჭრონ.


მრავალი ახალი ვალუტა და წამყვანი ვალუტების პოზიციების კიდევ უფრო გამყარება კი შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, რომ ბიტკოინის ფასმა ვეღარ აკონტროლოს სრულიად კრიპტობაზარი.


წყარო: https://thenextweb.com

bottom of page