top of page

აფრიკის კონტინენტი კრიპტოვალუტებს კარს უღებს


კრიპტოვალუტები მალე აფრიკაში ყოველდღიურობის ნაწილი გახდება, რადგან კონტინენტის დიდ ქვეყნებში იდგმება ქმედითი ნაბიჯები მათი ადაპტირებისთვის. კრიპტოტრანზაქციების რაოდენობა განსაკუთრებით ბოლო თვეებში გაიზარდა კონტინენტზე. ასევე გაიზარდა სტარტაპების რაოდენობაც.


Paxful-ის ცნობით, 30 წლამდე ახალგაზრდების დიდი ნაწილი დაინტერესებულია კრიპტოვალუტებით. განსაკუთრებული აქტიურობით კი გამოირჩევა კენია, ნიგერია, სამხრეთ აფრიკა და განა. მოსალოდნელია, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგია მობილური ბანკინგის სფეროში აქტიურ ადგილს დაიმკვიდრებს.


სამხრეთ აფრიკაში ბევრი ბიზნესი მიისწრაფვის კრიპტოინდუსტრიისკენ. ბოლო დიდი სვლა კი განახორციელა კომპანია Sygnia Asset Management-მა, რომელიც იოჰანესბურგში ფუნქციონირებს. კომპანია გეგმავს კრიპტობირჟის გახსნას 2018 წლის ბოლო მეოთხედში. გავრცელებული განცხადებით, კომპანია ამაზე ბოლო 6 თვეა მუშაობს.


კვლევები ადასტურებს, რომ სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის 60% სხვადასხვა ფორმით ჩართულია კრიპტობიზნესსი. მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის ზრდა უახლოეს თვეებში. როგორც სხვა ქვეყნებში, კრიპტობაზრის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა გამოიწვია ხელისუფლების მხრიადნ გარკვეული რეგულაციების დაწესების სურვილი.


წყარო: https://coingeek.com

bottom of page