top of page

„მე ნაკლებად მანაღვლებს აქციებისა და ფულადი ბაზარი“


AMBCrypto-თან ექსკლუზიური ინტერვიუში ჯონ მაკაფემ ისაუბრა კრიპტო ბაზარზე, მის ალგორითმებზე და ადამიანის ფსიქოლოგიის მნიშვნელობაზე მასში.


კითხვაზე, ფსიქოლოგია კვლავ დიდ როლს თამაშობს თუ არა ბაზარზე, სადაც ალგორითმები და პროგრამული უზრუნველყოფაა გავრცელებული, მან მათ „წმინდა მათემატიკური, მონაცემთა შემგროვებელი მანქანები“ უწოდა. მისი თქმით, ბაზრებზე ძირითადი ადამიანური კომპონენტი მანიპულირებაა, „ფსიქოლოგია“ წარმოადგენს მხოლოდ „ტრანზაქციების სერიას“. მან აღნიშნა:


„მანიპულაციაზე დიდი ფსიქოლოგია აქ არ დევს.“


მაკაფემ მომავალი კრიპტოვალუტის ბაზრის პროგნოზირება გააკეთა და განაცხადა, რომ ტექნოლოგიები, როგორიცაა ატომურ გაცვლაზე დაფუძნებული განაწილებული ბირჟები, იჩენს თავს. მან ასევე თქვა:


„მე ნაკლებად მანაღვლებს აქციებისა და ფულადი ბაზარი. ისინი ნელ-ნელა ქრებიან.“


მაკაფეს მიხედვით, მანიპულაციური მოვლენების მიმართ კრიპტო ბაზრის მგრძნობელობა ყოველდღიურად მცირდება. თუ ნახსენებ ტექნოლოგიებს მივიღებთ, ვნახავთ

„ლოკალიზებულ ფაქტორთა კრებულს“, რომელიც გლობალურ ჰარმონიაში იმოქმედებს.


კითხვაზე, თუ არსებობს შესაძლებლობა ბაზრის კიდევ ერთხელ ჩავარდნის, მან ზუსტად განმარტა, რომ ბაზარი არ ჩავარდნილა, შეიძლება მხოლოდ მოკლევადიანი ინვესტორების თვალში. მან ასევე დაამატა:


“... მოკლევადიანი მოვაჭრეები, რომლებიც, ჩემი აზრით, წარუმატებელ გზას ადგანან, ვაჭრობის სიმდარის უპირველესი მიზეზი არიან."


მან თქვა, რომ ვაჭრობის გზით ფულის გამომუშავების „ლეგალური“ საშუალებაა გრძელვადიანი პოზიციის დაჭერა. ასეთ შემთხვევაში შეძლებ დაინახო, რომ კრიპტოვალუტის წინსვლა არასოდეს შეჩერებულა.


კრიპტო სფეროში მისი პროგნოზები ცნობილია არა მხოლოდ სხვადასხვა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების მიმართაც. ცოტა ხნის წინ, მისი პროგნოზირება Docademic-ზე ასრულების პირასაა, ერთი კვირის განმავლობაში 481%-იანი ზრდის მაჩვენებლით. ამასთან დაკავშირებით, მან განაცხადა:


„პროგნოზებს ვაკეთებ, რადგან ისინი უეჭველად მოხდება. ისინი ყოველთვის ხდება“.


ფასების ზრდის შესაძლებლობისა და მის პოტენციური გამომწვევების შესახებ კითხვაზე, მან განაცხადა:


„მე ცოტა რამ ვიცი გამომწვევ მიზეზებზე. მე მხოლოდ ვიცი მათემატიკა. ვიცი, რომ მზესუმზირის თესლები, მათემატიკურად, ლამაზ სპირალურ ნიმუშად გადაიქცევა. არის თუ არა ნიადაგის ნალექი ამის გამომწვევი მიზეზი? თესლის დარგვის წესი? მორწყვა? სასუქი? ფურცლების გავრცელება? ვინ იცის? ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მთელი სიცოცხლე მათემატიკაა და, თუ დროის ნაწილია მოცემული, მთელი სამყარო ამ ნაწილის მიხედვით შეიძლება ცნობილი გახდეს.“


წყარო: https://ambcrypto.com

bottom of page