top of page

ტრონის მთავარი ქსელის გაშვება გარდაუვალია


ტრონი უკვე რამდენიმე საათს ითვლის თავისი Mainnet-ის გაშვებიდან. ამავდროულად, ამ მონეტის მფლობელებმა 21 ივნისამდე უნდა გადააგზავნონ თავიანთი მონეტები ბირჟაზე, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობას. ტრონის ეს თაღლითობა ასევე დაემთხვა საერთო ბაზრის აღდგენას, რაც შესაძლოა გამოწვეული იყო ავტომატური ვაჭრობებით, როდესაც შეიმჩნა, რომ თითქმის ყველა ციფრული აქტივის ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა.


ტრონის საბაზრო ფასი აღდგა და გაიზარდა კიდევ 8%-ით მცირე დროში. მან მიაღწია 0.063 დოლარს იმ შესაძლებლობით, რომ იგი შეიძლება კიდევ გაიყიდოს ბაზარზე იმის შემდეგ, რაც ოფიციალური სიახლეები გამოქვეყნდება.


ტრონი რჩება მეექვსე ადგილზე ყველაზე გაყიდვად კრიპტო აქტივებს შორის: მას აქვს 2.3% მთლიანი ვაჭრობებიდან - ეს ცოტაა სხვა წამყვან კრიპტოვალუტებთან შედარებით, თუმცა გასაოცრად დიდი მაჩვენებელია ნაკლებად ცნობილ ციფრულ აქტივებთან შედარებით.


ეს მონეტა ყველაზე ხშირად მოხსენიებულია ტვიტერზე, ვინაიდან მისმა ამ პროექტმა მოიპოვა დიდი სოციალური პოპულარობა. ახლა ქსელმა უბრალოდ უნდა დაამტკიცოს თავისი ხარისხიანობა. მაგრამ, კრიპტო მონეტების სამყაროში თითქმის ყველა ქსელს ჰქონია თავისი ჩავარდნები მიუხედავად კარგი უსაფრთხოების სისტემებისა.


თითქმის ყველა წამყვან პროექტის ქსელს შეუტიეს, ან აღმოუჩინეს ხარვეზები. Verge-ს ჰქონდა პრობლემები მაინინგთან დაკავშირებით, IOTA-ს კიდევ სკანდალი ჰქონდა ჰაშირების ფუნქციონირების გამო. ამიტომ, ტრონს დრო დასჭირდება, სანამ შესაბამისი ეკოსისტემა ჩამოყალიბდება, რათა მხარი დაუჭიროს დაპირებულ საჯარო აპლიკაციებს. Super Delegates-ს მოუწევს თავისი სანდოობის დამტკიცება.


წყარო: https://cryptovest.com

bottom of page