top of page

რას უნდა მოველოდოთ ბიტკონისგან 2018-ში?


მაისის დასაწყისიდან კრიპტოვალუტის ბაზრის ტენდენცია უფრო და უფრო ქვემოთ მიდის. უფრო მეტიც, 2017 წლის დეკემბრიდან ბაზარი არ გამოსწორებულა. წინა თვის განმავლობაში, ბიტკოინის სავაჭრო ფასი 6,000 – 10,000 დოლარს შორის მერყეობდა, ხოლო ახლა ფასის მნიშვნელოვანმა სვლამ ეს შეცვალა.


თუმცა რას უნდა ველოდოთ დარჩენილ 2018 წელს? რამდენიმე ექსპერტი ბიტკოინს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ბიტკოინის ფასი არ „გაფრინდება მთვარემდე“.


დაბალი კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია


წინა წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი გაქცევა, რამაც ბიტკოინის ფასი გაზარდა. ბაზრის კაპიტალიზაციასა და ვირტუალური ვალუტების ფასების ზრდას არ შეეძლოთ გაჩერება. რა იყო პიკი? არავინ იცოდა.


სინ ვილიამსის თქმით, ბაზარს ძირითადად საცალო ინვესტორები აკონტროლებდნენ. ინსტიტუციური ვაჭრები ცოტანი იყვნენ, ამიტომ ინდივიდუალურ ინვესტორებს არ ჰქონდათ საშუალება, განეთავსებინათ ფსონი ციფრული ვალუტების წინააღმდეგ. მათი ერთადერთი საშუალება იყო, ნაკლებად ეყიდათ და მეტად გაეყიდათ.


იმის შემდეგ, რაც CME და CBOE ჩაერივნენ ბიტკოინის მომავალში, სიტუაცია შეიცვალა. წინა თვის განმავლობაში, დიდი რაოდენობით ინდივიდუალური ინვესტორი ჩაერთო ამ ბაზარზე. ეს ორი პლატფორმა კომპანიებს ფსონის დადების მარტივ საშუალებას აძლევს ან ზემოთ, ან ქვემოთ.


ბიტკოინის დაბალი ფასი


ვილიამსმა წლის დასაწყისში თქვა, რომ ბიტკოინი დაკარგავდა მინიმუმ თავისი ფასის ნახევარს. ნამდვილად, მისი ფასი 14,100 დან 6,000 დოლარამდე ჩამოვიდა. ეს დანაკარგი მისი თავდაპირველი ფასის ნახევარზე მეტია. ვილიამსი იმავე სიტუაციას ელოდება 2019 წლისთვის.


იგი ხსნის, რომ გაურკვეველია, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ფასის ცვლილება. ეს შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი რეგულეციები, რომლებიც ამერიკაში ან სამხრეთ კორეაში ტარდება, ან სხვა მსგავსი სიტუაცია. ამასთან, ინსტიტუციური ივნესტორების შემოსვლამ ბაზარზე შესაძლოა დაწიოს ფასი.


ბიტკოინის ჰეგემონია დაიკარგა?


შესაძლებელია, რომ ბიტკოინმა დაკარგოს პირველობა ბაზარზე? ვილიამსის თქმით ეს „ძალიან“ შესაძლებელია: მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბიტკოინი დაკარგავს პირველობას, როგორც ყველაზე გავლენიანი ვირტუალური ვალუტა.


კრიპტოვალუტა, რომელიც შეძლებს ამას, არის ეთერიუმი, რომელიც ხშირად იპყრობდა მეორე ადგილს კრიპტოვალუტის ბაზარზე. ამასთან, Enterprise Ethereum Alliance-ში - ყველაზე დიდი საჯარო ბლოკჩეინი - მუშაობს 500-ზე მეტი ორგანიზაცია. ასევე, არსებობს ეთერიუმის სხვადასხვა მახასიათებლებიც, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ბიტკოინზე სწრაფად გაიზარდოს.


ამერიკის უფრო მკაცრი რეგულაციები


დეკემბერში უსაფრთხოებისა და ვაჭრობის კომისიის (SEC) თავჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა, განაცხადა, რომ დიდი რაოდენობით ვაჭრობა ხდება ამერიკის საზღვებს გარეთ, რამაც შეიძლება გაურთულოს SEC-ს ამერიკელი ინვესტორების დაცვა. ვილიამის თქმით, ეს რეგულაციებზე მოწოდება იყო.


წლის დასაწყისში საგადასახადო რეგულაციები შევიწროვდა, როდესაც საქმეში IRS ჩაერთო კრიპტოვალუტის გადასახადების არგადამხდელების გამო. ამასთან, საზოგადოებამ შემოსავლები და დანახარჯები უნდა შეატყობინონ საგადასახადოს ფედერალურ სამსახურს.


ვილიამსი ურჩევს ახალ ინვესტორებს ფრთხილად იყვნენ და გაითვალისწინონ, რომ ეს განსხვავებული ბაზარია. აქციებთან შედარებით, კრიპტოვალუტების ზუსტად შეფასება შეუძლებელია. აქ არ ასებობს ბალანსის ფურცლები, შემოსავლების განცხადებები ან ჩანაწერები. ამასთან იგი გვთავაზობს, რომ თვალყური ვადევნოთ ბაზარს, გავაანალიზოთ ის და, შესაბამისად, დავრჩეთ უსაფრთხოდ.


bottom of page