რა არის 51%-იანი შეტევა?
51%-იანი შეტევა თავდამსხმელებს საშუალებას აძლევს, აკონტროლონ ვალუტის „hash rate” და დახარჯონ იგივე კაპიტალი 2-ჯერ. ორმაგი დახარჯვა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა ციფრული ვალუტის ცნებისთვის და ბიტკოინი ამის გამოსავალთან ერთად გამოიგონეს: ბლოკჩეინი და სამუშაო სისტემის მდგრადობა.
ბლოკჩეინის ციფრული დავთარი ინახავს შეუცვლელ ჩანაწერს და PoW-ის სისტემა მოითხოვს მოპოვებითი კომპიუტერების მიერ რიცხვების გამოცნობასა და ალგორითმების ამოხსნას, რათა შეამოწმონ ტრანზაქციები და დაამატონ ახალი მონაცემები ბლოკჩეინს: მეთოდი, რომელიც რიცხვების გამოსაცნობად გამოიყენება, ცნობილია, როგორც „hashing” და „hash rate“, რაც წამში გამოცნობილი ამოცანების რაოდენობას აღნიშნავს.
ბლოკჩეინი შენახულია კომპიუტერებში, რომლებსაც კვანძები ეწოდებას. დიდ ქსელებს ბევრი კვანძი აქვს, რაც მათ დამუშავების მოთხოვნილი ძალის გამო შესატევად ძალიან ძვირს ხდის. ნებისმიერი, ვინც აკონტროლებს გამოცნობილი რიცხვების რაოდენობის 51%-ს, შეუძლია, მაგალითად, გაგზავნოს კაპიტალი გასაცვლელად და სხვა მონეტების მისაღებად ივაჭროს მათით, შემდეგ გამოიყენოს მათი კომპუტაციური ძალა მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციის წასაშლელად, რაც მათ დატოვებდა გაგზავნილ და მიღებულ კაპიტალთან ერთად.
51%-იანი შეტევა თეორიულად შესაძლებელია Proof of Stake სისტემებზეც, მაგრამ თავდამსხმელებს დასჭირდებოდათ დაახლოებით მონეტების მარაგის ნახევრის ყიდვა (მოქმედება, რომელიც გამოიწვევდა ფასის მკვეთრად გაზრდას მეტი მონეტის ყიდვით), რაც მას ძალიან ძვირს გახდიდა და, ასევე, ჭეშმარიტად დახარჯული საჭირო ძალის აღრიცხვაც საკმაოდ რთული იქნებოდა.
თუ ვებგვერდზე ციფრები ზუსტია, თანამონაწილეობა ძალიან დიდია და ბევრ ალტკოინს დასჭირდება, კარგად შეამოწმონ დაცულობა 51%-იანი შეტევის წინააღმდეგ.
წყარო: ccn.com