რა არის Antminer E3 და რამდენად მომგებიანია ის (2018 წლის მაისი)
2018 წლის 3 აპრილს Bitmain-მა გამოუშვა ASIC მაინერი Ethash-ისთვის, რომელსაც იყენებენ ისეთი მონეტები, როგორიცაა ეთერიუმი (ETH) და ეთერიუმ კლასიკი (ETC). მაინერის სახელწოდებაა Antminer E3 და ის მომხმარებლებს 180MH/s ს 800W-ზე სთავაზობს.
დღეს აგიხსნით, თუ რა არის Antminer E3. ამასთან, შევადარებთ მას სხვა ASIC/GPU-სთან და მიმოვიხილავთ მისი ყიდვის რისკებს.
რა არის Antminer E3?
Antminer E3 არის პირველი ეთერიუმზე ორიენტირებული ASIC მაინერი. აქამდე GPU, როგორიცაა RX570, იყო ყველაზე უფრო მომგებიანი ეთერიუმის მაინინგისას. 1MH/s - $12. Antminer E3-ის შემთხვევაში კი 1MH/s - $4.40. ამრიგად, Antminer E3-ის დანახარჯი 2,27-ჯერ უფრო ნაკლებია. საინტერესოა, რომ ის არ არის უფრო ეფექტური, თუ საქმე ელექტროენერგიას ეხება. სხვა GPU მაინერები, როგორიცაა RX570 და 1080Ti, უფრო ენერგოეფექტურები არიან. ამიტომ, თუ Antminer D3, A3, X3 მონეტების მოპოვების სირთულეს ზრდიდა, Antminer E3-ის შემთხვევაში, ეს არ იქნება იმდენად თვალშისაცემი.
Antminer E3-ის პირველი პარტიის მისამართებზე დარიგების სავარაუდო თარიღებად 16-დან 31 ივლისამდე შუალედი სახელდება. არსებობდა ბევრი სპეკულაცია იმაზე, გახდებოდა თუ არა ეთერიუმი ASIC რეზისტენტული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.
საყურადღებოა, რომ ეთერიუმ კლასიკიც Ethash ალგორითმს იყენებს, ანუ თუ ეთერიუმი ASIC რეზისტენტული გახდება, მაინერებს მასზე გადართვაც შეეძლებათ. თუ ორივე მათგანი გახდება რეზისტენტული, ეს დიდ ზეგავლენას იქონიებს ASIC-ის კომპანიებზე, რადგან მათი მაინერები გაცილებით ნაკლებ მომგებიანი გახდება.
Antminer E3-ს მომგებიანობა
ეთერიუმის ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით, Antminer E3 წლიურად საშუალოდ $2,500-ს გამოიმუშავებს. გასათვალისწინებელია, რომ ფასი და მოპოვების სირთულე იზრდება. სკეპტიკური პროგნოზებით, ის წლის ბოლოს მხოლოდ $232-ის გამომუშავებას შეძლებს, ოპტიმისტურად კი - $1087-ის. ოპტიმისტური პროგნოზებით, მოგებაში გასვლას შეძლებთ 8-9 თვის შემდეგ, პესიმისტურით კი -ვერასდროს.
GPU მაინინგის და Antminer E3-ის შედარება
მოდით, განვიხილოთ კრიპტოვალუტების მაინინგის მიმართ მიდგომები. პირველი - როცა ინდივიდი, ან მცირე ჯგუფი ყიდულობს რამდენიმე მაინერს, რადგან მათ აინტერესებთ პროცესი და სურთ მცირე დამატებით ფულის გამომუშავება. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საწყისი ხარჯები და ენერგო ეფექტურობა. ნაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რამხელა ადგილს დაიკავებს მაინერი, რადგან მისი მოთავსება შესაძლებელია ავტოფარეხში ან სხვენში.
მეორე მიდგომა კი არის დიდი მაინინგ ფერმების მოწყობა, სადაც მინიმუმ 50 მაინერი დგას. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სივრცე. მიუხედავად იმისა, რომ GPU უფრო იაფია ეთერიუმის დასამაინინგებლად, მათ უფრო დიდი ადგილიც უკავიათ. Antminer E3 უფრო მომცროა, ვიდრე 6 GPU. ასევე, Antminer E3-ის მაინინგის პროცესში თავიდანვე ჩართვა უფრო მარტივია. მსგავსი ფაქტორები Antminer E3-ს უფრო მიმზიდველს ხდის მაინინგ ფერმების მფლობელებისთვის.
როგორც Bitmain აცხადებს, ინდივიდზე გაიყიდება მხოლოდ 1 Antminer E3.
ამასთან, GPU-ს ფასი შენარჩუნდება მაღალ ნიშნულზე, რადგან გეიმერები მათ კიდევ ბევრი წლის მანძილზე გამოიყენებენ მაშინ, როცა Antminer E3-ის ფასი დაეცემა, თუ ASIC-ი გამოუშვებს უფრო იაფ და ეფექტურ E3-ს.