top of page

რა არის სამომპოვებლო ბრიგადა და როგორ მუშაობს ის?


სამომპოვებლო ბრიგადა შედგება მაინერებისგან, რომლებმაც თავიანთი რესურსები კრიპტოვალუტის მოპოვების მიზნით გააერთიანეს. კრიპტოვალუტის მოპოვების სირთულე პირდაპირპროპორციულად იზრდება მის მოსაპოვებლად საჭირო კომპიუტერულ სიმძლავრესთან ერთად. კომპიუტერული სიმძლავრის ეს ზრდა ხშირად ძალზე ძვირი შეიძლება აღმოჩნდეს სოლო-მაინერისთვის, ვინაიდან მაღალ ენერგიულ დანახარჯებს მოითხოვს, ან უფრო სპეციალიზებულ აპარატურას. აქედან გამომდინარე, მაინერები ქმნიან კავშირს, რათა შეამცირონ მაინინგთან დაკავშირებული ხარჯები.

სამომპოვებლო მულტი-ბრიგადა


მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მარტოხელა სამომპოვებლო ბრიგადა, რომელიც მხოლოდ ერთ კრიპტოვალუტას მოიპოვებს, მულტი-ბრიგადა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მონეტის მომგებიანობის მიხედვით, როცა უნდა მაშინ გადაერთოს ერთი კრიპტოვალუტის მოპოვებიდან მეორეზე. იმისათვის, რომ განსაზღვროს ყველაზე მომგებიანი კრიპტოვალუტა მოცემულ დროს, მულტი-ბრიგადა ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს:

  • მონეტის მოპოვების სირთულე

  • გაცვლითი კურსი მონეტებს შორის

  • ბლოკის გენერაციის დრო

  • ჰაშის ნორმა

მულტი-ბრიგადები ძალიან სასარგებლოა, როდესაც მომხმარებელმა არ იცის, თუ რომელი მონეტაა საუკეთესო მოსაპოვებლად მოცემულ დროს.


ბრიგადის ჯილდოები


სხვადასხვა მეთოდები არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება სამომპოვებლო ბრიგადამ გაანაწილოს ჯილდო, როცა ბლოკი წარმატებით დაემატება ბლოკჩეინს. აი, დაჯილდოვების რამდენიმე სტრუქტურა:


  • Pay-per-share (PPS): როგორც ერთ-ერთი ძირითადი ჯილდოს სტრუქტურა, PPS მიდგომის შემთხვევაში, თითოეული კრიპტოგრაფიული თავსატეხის ამოხსნის შემდეგ, მყისიერად ჯილდოვდები. ამ ჯილდოს გადახდა სამომპოვებლო ბრიგადის არსებული ბალანსიდან ხორციელდება.

  • Full-pay-per-share (FPPS): FPPS მიდგომის დროს ისევე, როგორც ბლოკის ჯილდოდან იღებს სარგებელს, ასევე მონაწილე მაინერებს საშუალებას აძლევს, ტრანზაქციის საფასურიდან ნახონ ხეირი. ტრანზაქციის საფასური გამოითვლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბლოკის ჯილდოზე დამატებით და შემდეგ მაინერებზე განაწილებით ზემოთ აღწერილი PPS მოდელის მიხედვით.

სამომპოვებლო ბრიგადის დადებითი და უარყოფითი მხარეები


სამომპოვებლო ბრიგადებს აქვთ საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მისი უპირატესობები შემდეგში მდგომარეობს:

  • უფრო სტაბილური შემოსავალი

  • პოტენციურად დაბალი ხარჯები მოპოვებაზე

  • უფრო მაღალი შემოსავლის გამომუშავების პოტენციალი

სამომპოვებლო ბრიგადის ნაკლოვანებები კი შემდეგია:

  • შეიძლება განიცადოს შეფერხებები

  • ბლოკის ჯილდოები აუცილებლად ნაწილდება

  • პოტენციურად არასასურველი ჯილდოს სტრუქტურა

მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა არის სამომპოვებლო ბრიგადა, სანამ გადაწყვეტ მასში ჩართვას. ეს სტატია განკუთვნილია იმისთვის, რომ მოგაწოდოს სიღრმისეული, გასაგები ცოდნა სამომპოვებლო ბრიგადის შესახებ.


bottom of page