სამი რამ, რასაც კრიპტო ვაჭრები ჭკუიდან გადაჰყავს
კრიპტო ვაჭრობის სამყარო ექსტრემალურად გასაოცარია და ისინი, ვინც ახერხებენ, კარგად იმოღვაწეონ ამ სამყაროში, ბევრად დიდ ამონაგებს პოულობენ, ვიდრე ნებისმიერი ბაზრის ყოველდღიური ვაჭარი შოულობდა ადრე.
ეს იმიტომ ხდება, რომ ახალმა და ინოვაციურმა ინდუსტრიამ მოულოდნელად დაარტყა ღია ბაზარს და ყველას მისცა საშუალება, ვირტუალურად ჩართულიყო ამ საქმეში. გაითვალისწინეთ, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგია და კრიპტო ბაზრის ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე დახვეწილი. კრიპტო ვაჭრებმა ფრთხილად უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, რადგანაც ფასებმა შეიძლება ხშირი მერყეობა დაიწყოს, რაც ასევე რადიკალურად ზრდის რისკს სხვა ბაზრებთან შედარებით ისევე.
ტექნოლოგიური დაბრკოლების დაძლევა
რადგანაც ბაზარი ყველასთვის ღიაა, დამწყებები შეშინებულები არიან. კრიპტო ვაჭრობისათვის საჭიროა ტექნიკური ცოდნა იმისა, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, რასაც ჩვენ ჭკუიდან გადავყავართ, არის ახალი ტექნოლოგიის კომპლექსურობა: რა არის ციფრული საფულე? როგორ უნდა გამოვიყენო პირადი გასაღები? რა არის ტრანზაქციის ფასი? საიდან დავიწყო? და სხვა.
მთავარი მოთმინებაა
კრიპტო ვაჭრების უკმაყუფილების მეორე მიზეზი არის დრო, რომელიც ამ საქმიანობას მიაქვს. ამ საუკუნეში ჩვენ შეჩვეულები ვართ სწრაფმავალ ცხოვრებას და ამას მოვითხოვთ ტექნოლოგიებისგანაც. თუმცა, ერთი ბიტკოინის გადაგზავნას 10 წუთიდან 24 საათამდე დრო სჭირდებ - ეს დამოკიდებულია ტრანზაქციის საფასურზე.
სხვა კრიპტოვალუტები შედარებით სწრაფად მუშაობენ, მაგრამ უმეტესობა მაინც ალოდინებს მომხმარებელს იმ გაგებით, რომ ნაღდი ფულის მიღება მაინც უფრო სწრაფია.
ანგარიშების შექმნა შესაძლოა კიდევ უარესი იყოს. ხანდახან მომხმარებლის მიერ კრიპტო ბირჟაზე ანგარიშის გახსნას კვირები და თვეები მიაქვს. ამ მომენტისთვის, საშუალო დრო 2-3 კვირაა.
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
მესამე მიზეზი, რაც ყველა ადამიანის გონებაში უპირველესია, უსაფრთხოებაა. ბევრგან გვხვდება სათაურები საფულეებისა და ბირჟების გატეხვებზე.
რადგან ინდუსტრია ახალია, უმეტეს ფინანსურ რეგულატორს ჯერ კიდევ არ ჰყავს ოპერაციული პროდიუსერი კრიპტო ვაჭრებისთვის. ჰაკერები უფრო და უფრო ჭკვიანები ხდებიან და, ამასთან, ბლოკჩეინის სამყაროში ყველა ტრანზაქცია საბოლოოა - ოპარულ ფულს ვეღარ დააბრუნებ.
ერთ-ერთი საუკეთესო რჩევა, რომელიც მიმიღია, არის, რომ არასდროს შეინახო კრიპტოები ბირჟების საიტზე. ეს რამდენჯერმე სასარგებლო გამოდგა, რადგან საიტები, რომელსაც ვხმარობდი, მოგვიანებით გატეხეს. მადლობა ღმერთს, ამ ყველაფერს გადავურჩი.
ასე რომ, ამ ყველაფრის მერე კიდევ ღირს, ივაჭრო ასეთ ბაზარზე?
მე თუ მკითხავთ, პასუხი ნამდვილად დადებითია.
როგორ მივაღწიოთ კრიპტო ბუმს
დიახ, არსებობს რისკი, რადგან ინდუსტრია ახალია და სწრაფად იზრდება, მაგრამ პოტენციური ამონაგები გამაოგნებელია. ბიტკოინის ფასი 2017 წელს 1,000%-ით გაიზარდა, მთლიანი ინდუსტრია კი - 3,390%-ით.
როგორც ყველა ინვესტიცია, არასდროს მოგინდება იმაზე მეტის ჩადება, რამდენის დაკარგვის უფლებაც შეგიძლია თავს მისცე. თუ ზოგადად აპირებ რამეში ინვესტირებას, ამის საუკეთესო გზაა, გაიკეთო პორტფოლიო სხვადასხვა კრიპტოებით, აქციებით, საქონლით ან ბევრი სხვა რამით, რაზეც ეჭვი გაქვს, რომ ფასი გაიზრდება.
შეამოწმე, სანამ იყიდი
შენიშვნა: სტატია ეკუთვნის @MatiGreenspan-ს, მითითებულ საიტთან დაკავშირებით, მიმართეთ თავად სტატიის ავტორს.
eToro-ზე ჩვენ ვამარტივებთ ამ პროცესს. დემო ანგარიშის შექმნა რამდენიმე წუთზე მეტს არ წაიღებს, რათა გაიგო, როგორ გახსნა და დახურო ვაჭრობები და მიბაძო სხვებს, ვისაც ბევრად მეტი გამოცდილება აქვს. დემო ანგარიშის გახსნა საკმაოდ მარტივი პროცესია.
როცა უკვე მზად იქნებით ნაღდი ფულის ინვესტირებისთვის, ეს შეგიძლიათ საკრედიტო ბარათის საშუალებით, ან Paypal-ის აპარატების გამოყენებით გააკეთოთ. რადგანაც არის ინვესტიციების მართვის პანელია eToro , არ მოგიწევს ნერვიულობა იმაზე, შეინახო თუ არა შენი კრიპტოები ციფრულ საფულეში და შეგიძლია ენდო ჩვენს გამოცდილებას და დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი უსაფრთხოა.
გვაქვს სოციალური გვერდიც, ასე რომ, კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მილიონობით მომხმარებელს ან პირდაპირ მე დამთაგოთ (@MatiGreenspan). მოხარული ვიქნები, დაგეხმაროთ.
შენი კაპიტალი შესაძლოა, რისკის ქვეშ იყოს. წარსული გავლენას ვერ ახდენს მომავალზე. ეს არ არის რჩევა ინვესტირებაზე. კრიპტოვალუტის ფასმა შესაძლოა მკაფიოდ იმერყეოს და ეს მიუღებელია ზოგიერთი ინვესტორისთვის. გახსოვდეს, რომ ციფრული ფულით ვაჭრობა არ არის არცერთი EU რეგულატორის ზედამხედველობის ქვეშ.
წყარო: www.newsbtc.com