top of page

რა არის მერკელის ხე?


მერკელის ხე არის ორობითი ხის სტრუქტურის მსგავსი, რომელზეც კონდენსირებულია ბლოკში დაჰაშული ყველა ტრანზაქცია. მისი მუშაობის გზა სტანდარტული ორობითი ხის მსგავსია. ამ ხეს აქვს ბევრი კრიპტოგრაფიული დატვირთვა - უზრუნველყოს მონაცემების ეფექტური საცავი, ასევე შეამციროს რაოდენობა იმ მონაცემებისა, რომლებიც საჭიროა იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაც არსებობს.


მაინერის მიერ მოპოვებული ყველა ტრანზაქცია ლაგდება მწკრივად - ჯერ ახალი და შემდეგ უფრო და უფრო ძველი. თუ ტრანზაქციების რაოდენობა არის კენტი, ბოლო ტრანზაქცია ორჯერ ითვლება, რათა რაოდენობა ლუწი გახდეს. ამ ხის დონეების რაოდენობა განისაზღვრება ტრანზაქციების მიხედვით.


თუ პირველი ტრანზაქცია დაჰაშულია SHA-256-ის საშუალებით, ასევე იქნება მეორეც, მესამეც და ყველა მომდევნო. ამის შემდეგი ნაბიჯია წყვილ-წყვილად აღებული ჰაშების კვლავ ჰაშირება. შემდეგ უკვე ოთხეულების ჰაშირება და ასე გრძელდება ხის წვერომდე.


დაიმახსოვრე, SHA-256-ით ჰაშირება წარმოშობს 32 ბიტიან სტრინგს, ამიტომ, თუ შენ ეჭიდები 32 ბიტიან სტრინგს 32 ბიტიანი სტრინგით, შენ ქმნი 64 ბიტიან სტრინგს. შემდეგ ეს ისევ იჰაშება SHA-256-ის საშუალებით, რათა წარმოიქმნას კვლავ 32 ბიტიანი სტრინგი მერკელის ხეზე, მანამ სანამ ყველა ტრანზაქცია არ ამოიწურება.


შესაბამისი პასუხი, როდესაც მერკელის ხე დაამთავრებს გამოთვლებს, არის მერკელის ფესვები - კვლავ 32 ბიტიანი რიცხვი. ყველა მაინერისთვის მერკელის ფესვები არის განსხვავებული: თუ რა სიჩქარით ითხოვს მაინერი ტრანზაქციებთან წვდომას სხვადასხვაა, აქედან გამომდინარე ჰაშებიც სხვადასხვაა.


ეს ნიშნავს, რომ ყველა მაინერი არ მუშაობს ერთი და იგივე გამოთვლების რაოდენობით.


bottom of page