top of page

Thomson Reuters-ის კვლევის შედეგები


Thomson Reuters-მა ცოტა ხნის წინ პრესგამოშვება გამოაქვეყნა, სადაც ფინანსური ინსტიტუტების შესახებ, რომლებიც გეგმავენ კრიპტოვალუტის სავაჭრო მომსახურების უზრუნველყოფას, კვლევის შედეგებს ააშკარავებს. კანადის მასმედია ფირმამ 400-ზე მეტ სავაჭრო კომპანიაზე,რომლებიც მის პროდუქტებს იყენებენ, ჩაატარა კვლევა. Eikon, Thomson Reuters-ის ერთ-ერთი სერვისი, კრიპტოვალუტებისა და სხვა კლასის აქტივებთან დაკავშირებულ ფინანსურ მონაცემებზე თვალყურის სადევნებლად კომპანიის პროგრამას იყენებს.


პრესგამოშვების თანახმად, გამოკითხულ კომპანიათა დაახლოებით 20%-მა განაცხადა, რომ შესაძლოა 3-12 თვეში უკვე შესთავაზონ თავიანთ კლიენტებს კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა.


გამოკითხულთა დაახლოებით 70%-მა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ 2018 წელს კრიპტო ვაჭრობის შეთავაზებას ფიქრობენ, ასევე აღნიშნეს, რომ 3-6 თვეში ელიან მის შეთავაზებას მომხმარებლისთვის. პრესაში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ კვლევის შედეგებმა წარმოაჩინა კრიპტოვალუტების, როგორც ჩანს, „ზოგადად ფართო ცნობადობა.“


ნეილ პენი, Thomson Reuters-ში ვაჭრობის მხრივ თანათავმჯდომარემ აღიარა, რომ:


„კრიპტოვალუტას ჯერ კიდევ შედარებით მცირე წილი უჭირავს სავაჭრო ბაზარზე, მაგრამ ეს კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ნიშური სეგმენტი იწყებს ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის ძირითადად მასაზე გასვლას. ესაა მთავარი ცვლილება წინა წლიდან მოყოლებული.“


კანადაში დაფუძნებული Thomson Reuters დიდი ფინანსური საინფორმაციო კომპანიაა, რომლის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასა (NYSE: TRI) და ტორონტოს საფონდო ბირჟაზეა (TSX: TRI) ჩამოთვლილი. კლიენტებიგან კრიპტოვალუტის ვაჭრობის მოთხოვნის მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია ის,რომ ფინანსურმა კომპანიებმა, როგორიცაა Thomson Reuters, რესურსები გამოყვეს კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმების განვითარებაზე.



კრიპტოვალუტების ზრდის მომენტი


მაიკლ გოუმ, Thomson Reuters- ში აზიის წყნარი ოკეანის სავაჭრო ბაზრის განვითარების ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდა მიუთითებს „ამ ახალ ტექნოლოგიასა და ტრადიციულ აქტივთა კლასის ირგვლივ არსებულ ძლიერ მამოძრავებელ ძალაზე“. მან ასევე დასძინა, რომ მასმედია ფირმის მომსახურება, Cryptocurrency Real Times, „ეფექტური“ და „გამჭვირვალე“ სავაჭრო გარემოს შექმნას უწყობს ხელს, რაც აუცილებელია „კრიპტოვალუტით ვაჭრობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“.


იმავდროულად, ბიტკოინის სავაჭრო ბირჟის, bitFlyer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იუზო კანომ განაცხადა, რომ მისი კომპანია „მოხარულია, Thomson Reuters-ის მეშვეობით მსოფლიოს გარშემო არსებულ კლიენტებს ღირებული მონაცემები მიაწოდოს“.


bottom of page