top of page

კოორდინირებული თავდასხმა კრიპტო თაღლითებზე


ჯეი კლეიტონმა, ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (Sec) თავმჯდომარემ, გუშინ NASAA-ს ოპერაციას, Cryptosweep-ს, ხელი მოაწერა. თავის განცხადებაში კლეიტონმა თქვა:


“მე მივესალმები რეგულაციებს ამერიკაში და კანადაში, სადაც კოორდინირებას უწევენ და მოქმედებენ პირველადი მონეტების შეთავაზების თაღლითობების აღსაკვეთად. ამ სახის რეგულაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინვესტორების დაცვაში.”



მან ასევე განაცხადა, რომ SEC-ის მიერ ყალბი ვებ გვერდების გაშვება ხალხის განათლებას ემსახურებოდა და ამით მათ ხალხს უბიძგეს, თავიანთი პროდუქტის ინვესტირებისას SEC-ის “რელევანრუტი განცხადებების სია, ინვესტორების გაფრთხილება და ბიულეტენები, იძულებითი ქმედებების განცხადება და სხვა დამხმარე მასალები” გამოეყენებინათ.



ორშაბათს  ჩრდილოეთ ამერიკის უსაფრთხოების ადმინისტრაციის გაერთიანებამ (NASAA) კრიპტოვალუტის ინვესტიციისას თავლითობის კოორდინირებული გამოძიება გამოაცხადა. გამოძიება, რომელიც Operation Cryptosweep-ის სახელითაა ცნობილი, პირველ მაისს დაიწყო და უკვე გადაიზარდა 70 დამოუკიდებელ გამოძიებასა და 35 იძულებით ქმედებაში. კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი.


“მთავრობის ყველა დონეზე არსებული ფასიანი ქაღალდების რეგულატორების მრავალი საჯარო გაფრთხილების მიუხედავად, კრიპტოკრიმინალებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო და ლოკალური უსაფრთხოების რეგულატორები ყველაფერს აკეთებენ ინვესტორების სწრაფად და ეფექტურად დასაცავად სხვადასხვა სქემებისა და თაღლითობებისგან”, განაცხადა ჟოზეფ ბორგმა, NASAA-ს  პრეზიდენტმა და ალაბამას უსაფრთხოების კომისიის დირექტორმა.


NASAA შედგება ამერიკაში და კანადაში არსებული სახელმწიფო და ლოკალური ფასიანი ქაღალდების რეგულატორებისგან, რომელთა მთავარი მისიაც, თავიანთი ვებ გვერდის თანახმად, ინვესტორების თაღლითობისგან დაცვაა. 40-ზე მეტი სახელმწიფო და ლოკალური რეგულატორი მონაწილეობს აღნიშნულ ოპერაციაში.


ოპერაცია მოყვა აპრილში NASAA-ს სპეციალური ჯგუფის შექმნას, რომელიც განაგებდა “პირველადი მონეტების შეთავაზების (ICO) და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საინვესტიციო პროდუქტების გამოძიებას”.


”ყველა  ICO  ან კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ინვესტიცია არაა ყალბი, მაგრამ ჩვენ ინვესტორებს ვუბიძგებთ ICO-სა და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს დიდი სიფრთხილით მოეკიდნონ”, განაცხადა ბორგმა.


ტეხასის შტატის ფასიანი ქაღალდების საბჭო კოორდინირებას უწევს “გაწმენდას” და გასულ წელს გამოძიების დაწყების მომენტიდან აქტიურად მუშაობს. მხოლოდ ტეხასმა სამი კომპანიის წინააღმდეგ განახორციელა ქმედებები, როგორც “გაწმენდის” ნაწილი”:


  • Bitcoin Trading & Cloud Mining Limited  (BTCRUSH), რომელთაც server farm-ის  ყალბი ვიდეოები გამოიყენეს, რათა მიეზიდათ ინვესტორები ქლაუდზე დაფუძნებულ კრიპტო მაინინგის სქემაში.

  • Wind Wide Coin, კრიპტო ვაჭრობის პლატფორმა, რომელიც იყენებს ცნობილი ადამიანების, როგორიცაა ჯენიფერ ენისტორი და სხვები, ყალბ იდენტობებს.

  • Forex EA & Bitcoin Investment  LLC, რომელიც ინვესტორებს $50 000 დაბრუნებას შეპირდა $5 000- ის სანაცვლოდ სამ კვირაში.


წყარო: https://www.ethnews.com

bottom of page