top of page

კარდანოს შემქნელს ბიტკოინისა და ეთერიუმის ჩანაცვლება აქვს განზრახული


კარდანოს დამფუძნებელსა და მმართველს, ჩარლზ ჰოსკინსონს, სჯერა, რომ კარდანოს პლატფორმის მოქნილობა და დაცულობა დაეხმარება მას ბიტკოინისა და ეთერიუმის დაჯაბნაში.


ჩარლზ ჰოსკინსონი, კარდანოს კრიპტოვალუტის (ADA) დამფუძნებელი, ამტკიცებს, რომ მისი ციფრული ვალუტა ჩაანაცვლებს ორ ყველაზე რთულად ჩამოსაშორებელ მოთამაშეს კრიპტოვალუტის ბაზარზე - ბიტკოინსა და ეთერიუმს. კარდანოს შემქმნელისგან ეს მტკიცებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა კრიპტოვალუტამ ბაზრის ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის 10 წევრისგან შემდგარ სიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა.


მისტერ ჰოსკინსონი და მისი კარდანოს გუნდი სანაძლეოს დებს ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის სიძლიერეზე და მხარს უჭერს კარდანოს მონეტას. თუმცა, კრიპტო ბაზარზე მომხდარმა უახლესმა რყევამ აჩვენა, რომ ციფრული ვალუტები დაუცველები არიან დიდი ცვლილებებისგან.


მისტერ ჰოპკინსონმა თქვა:


„რატომ იმსახურებს ვინმე საკუთარ ადგილს ბაზრის კაპიტალში? ბიტკოინი გადახდის სისტემისა და ფულადი გაცვლებისთვის არის  წარმოდგენილი და თუკი ვინმეს გამოუყენებია ის ამისთვის, საშინლად იმედგაცრუებულნი დარჩენილან. ისინი, როგორც წესი, წყვეტენ მის გამოყენებას ან პოულობენ მისი ფულადი სახით აღების გზას კრეატიული სტრუქტურის - Bitpay-ს გამოყენებით. ეთერიუმი აცხადებს, რომ მსოფლიოს კომპიუტერს წარმოადგენს, მაგრამ მას CryptoKitties-იც კი ჭედავს.“


ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინმა და ეთერიუმმა წარმატებით დაძლიეს კრიპტო ბაზარზე როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდებიც და კარდანო, ფაქტობრივად, თავისი განვითარების საწყის სტადიაში იმყოფება. კარდანო ძირითადად დეცენტრალიზებული საჯარო პლატფორმაა, რომელსაც ზურგს სამი ორგანიზაცია-Cardano Foundation, Emurgo იაპონიიდან და ჰონგ კონგში დაფუძნებული კომპანია - Input Output Hong Kong (IOHK) უმაგრებს.


კარდანო სერიოზულ ყურადღებას უთმობს ორ მთავარ საკითხს, რომლებიც ამჟამად კრიპტოვალუტის ინდუსტრიას შეეხება - მოქნილობა და კონფიდენციალობის რეგულირება. კარდანო მუშაობს წილის მტკიცებულების (Proof of stake - ალგორითმის ტიპი) მოდელზე, სადაც მომხმარებლები მათი ანაბრის პროპორციულად ჯილდოვდებიან. ასევე, კარდანოს პლატფორმას აძლიერებს Ouroboros.


სხვა მხრივ, ბიტკოინისა და ეთერიუმისგან განსხვავებით, კარდანოს აქვს მულტიფლეიერი, რომელსაც შეუძლია მოწყობილობის დამუშავება, რაც ADA-ს მონეტებს აძლევს საშუალებას, გამოყენებულ იქნეს როგორც ვალუტა ან საკონტაქტო ინფორმაციის შესანახი მოწყობილობა. ეს ორი სარგებელი შრით არის გამოყოფილი ერთმანეთისგან, რაც პლატფორმას აძლევს შესაძლებლობას, დაამუშაოს ტრანზაქცია სწრაფად და მარტივად სირთულის მიუხედავად. ეს შეიძლება დაეხმაროს კარდანოს ბიტკოინსა და ეთერიუმზე უპირატესობის მოპოვებაში.


მისტერ ჰოპკინსონს სჯერა, რომ კარდანოს ქსელის ეს მახასიათებლები მნიშვნელოვანი იქნება იმ ინვესტორების მოზიდვისთვის, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან მეტრიკებს ეძებენ, როგორიცაა გუნდის, ფილოსოფიისა და მეცნიერების მიერ ქსელის მართვა. მან თქვა:


„გზა, რომელსაც  ეკოსისტემა ირჩევს თავისი საქმის გასაკეთებლად არის ის, რაც გამოამუშავებინებს მას პოზიტიურ რეპუტაციას ბაზრის ლიდერად და პრეტენდენტად გახდომისთვის.“


ინვესტორების კრიპტო მფლობელობის ტრანზაქციით მომარაგების გარდა, კარდანოს პლატფორმამ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დაცულობის ასპექტსაც. კარდანოს e-Wallet Daedalus ცივი მარაგის დონის დაცულობას უზრუნველყოფს და ამგვარად რადიკალურად ამცირებს მისი გატეხვის რისკებს.


bottom of page