top of page

ბანკები საერთაშორისო გადარიცხვების ბიზნესს ბლოკჩეინის გამო კარგავენ


ტრანზაქციების ბანკინგი დიდ წნეხს შეხვდა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების მხირდან, რომლებიც მნიშვნელოვან წილს იღებენ დიდი ხნის განმავლობაში ხელშეუხებელი ბაზრიდან.


ბანკები რჩებიან თავდაჯერებულები, რომ მათი “ტექნოლოგიები საკმარისად კარგია ამ მომენტისთვის”.


საბანკო ინდუსტია კარგავს საერთაშორისო გადახდების ბიზნესს


წინა წლის განმავლობაში, ბანკებმა მომხმარებლებს შორის (C2C) საერთაშორისო გადარიცხვების ბაზრის 40% დაკარგეს.


მომხმარებელსა და ბიზნესს შორის (C2B) და ბიზნესებს (B2B) შორის გადარიცხვების სტატისტიკაც აჩვენებს რომ ბიზნესები თავს არიდებენ ფინანსურ ინსტიტუტებს და ირჩევენ უფრო სწრაფ, უსაფრთხო გზას. ბანკებმა C2B ბაზრის 30%, ხოლო B2B ბაზრის 5% დაკარგეს.


კრიპტო სივრე სულ უფრო მეტად ითვისებს საერთაშორისო გადარიცხვების ბიზნესს.


არასაბანკო ინსტიტუტები ამტკიცებენ, რომ ბანკები აღარაა საჭირო. ეკონომიკას აღარ სჭირდება ბანკებისგან ლიკვიდური სერვისების გადამუშავება.


კრიპტოვალუტები დემოკრატიულს ხდიან ფინანსებზე გლობალურ წვდომას და აქრობენ საბანკო იერარქიას. მომსახურების ხარისხი განაპირობებს ინდუსტრიის ლიდერებს შორის კონკურენციას, რითიც ხარისხი გაიზრდება და გადარიცხვის ღირებულება შესაძლოა ნულიც გახდეს.


“ტრადიციული საბანკო ინფრასტრუქტურა არ ამართლებს და დღეს ბანკებს უწევთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რომ დარჩნენ კონკურენტულები. გადახდები მხოლოდ დასაწყისია. ამ მახასიათებლის დაკარგვა გაცილებით დიდ დანაკარგს გამოიწვევს.“ - განაცხადი სურტიმ.


წყარო: https://www.newsbtc.com

bottom of page