შესაძლოა გუგლმა ვიტალიკ ბუტერინს სამსახური შესთავაზოს
ტვიტმა, რომელიც ვიტალიკკ ბუტერინის მიერ გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ, გამოააშკარავა ეთერიუმის ქსელის შემქმნელის გუგლში სამუშაოდ გადასვლის შესაძლებლობა.
ტვიტში ნაჩვენები იყო წერილი, რომელიც გუგლის წარმომადგენელმა გამოუგზავნა ვიტალიკს, რომელშიც ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ბუტერინი, შეერთებოდა ტექნოლოგიური გიგანტის ჯგუფს.
სავარაუდო მიზეზის იმისა, რის გამოც ვიტალიკმა ტვიტი წაშალა არის ის, რომ ტვიტი აჩვენებდა “ლიზის” პერსონალურ ინფორმაციას - იმ ქალისსას, რომელმაც ეს წერილი გაუგზავნა.
პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებამ, როგორიცაა ფოტოსურათი ან მეილი შესაძლოა უარყოფითი შედეგი იქონიოს ამ პიროვნებისთვის. ასევე შესაძლოა გამჟღავნდეს სტრატეგია, რომელიც გუგლს ერჩივნა, კონფიდენციალურად დაეტოვებინა.
მეილის გადამოწმების შემდეგ ადვილი მისახვედრია, რომ ეს პიროვნება ნამდვილად მუშაობს გუგლში.
ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მაშინაც კი, თუ ეს პიროვნება გუგლიში მუშაობს, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მეილი კომპანიის აზრს ან ინტერესებს გამოხატავს.
ვიტალიკმა ჩაატარა გამოკითხვა, უჭერენ თუ არა მისი გამომწერები მხარს მის გუგლში წასვლას და უმეტესობამ - 59%-მა მხარი დაუჭირა ვიტალიკის ეთერიუმში დარჩენას.
ვიტალიკის პიროვნებით თუ ვიმსჯელებთ, ტვიტს უფრო იუმორის ფორმა ჰქონდა, ვიდრე სერიოზული, რადგან ის ძალიანაა ჩართული ეთერიუმის პროექტში.
ამჟამად ვიტალიკს რამდენიმე ამბიციური პროექტი აქვს, რომლითაც უნდა, რომ გააუმჯობესოს ეთერიუმი: ყველაზე სერიოზული არის კასპერის პროტოკოლი, რომელმაც უნდა გადაიყვანოს პლატფორმა სამუშაოს შესრულების მტკიცებულებიდან (Proof of Work) წილის მტკიცებულებაზე (Proof of Stake).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის შერდინგის ტექნოლოგია - რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ბლოკი ყოველ 10 წამში დაემატოს10 წუთის მაგივრად.
გუგლი უერთდება პრესტიჟული კომპანიების ჯგუფს, რომლებიც ინვესტიციას ბლოკჩეინის დანერგვასა და გამოყენებაში დებენ
მეორეს მხრივ, გუგლმა გამოთქვა თავისი ინტერესი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. ბლუმბერგის ცნობით, გუგლის სპიკერმა თქვა:
“როგორც ბევრ ახალი ტექნოლოგიაში, ჩვენ გვყავს თანამშრომლები, რომლებიც იკვლევენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესაძლებლობებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ძალიან ადრეა, ვილაპარაკოთ გეგმებზე ან გამოყენებაზე.”
გუგლის დისკუსია ვიტალიკთან შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, თუ რამდენად დიდი ინტერესი არსებობს გუგლის მხრიდან ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით.
ამ მომენტისთვის რამდენიმე მსხვილი კომპანია ჩანს დაინტერესებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიით: Facebook, Venrock, JP Morgan, Telegram, Goldman-Sachs, Amazon, არიან არასრული მაგალითები ამ ტრენდის.