top of page

Revolut უკვე ბიტკოინ ქეშსა და რიპლსაც გვთავაზობს


Revolut-ი, ბრიტანული სტარტაპი, აცხადებს, რომ მან საკუთარი ონლაინ ბანკინგის აპლიკაციას რიპლითა და ბიტკოინ ქეშით ვაჭრობის ფუნქცია დაუმატა.


კომპანია Revolut ნიკოლაი სტორონსკიმ და ვლად იატსენკომ 2015 წლის ივლისში ლონდონში შექმნეს. თავდაპირველად, კომპანიამ მომხმარებლებისთვის მინიმალური საბანკო სერვისების შეთავაზებით დაიწყო, შემდეგ კი დაუმატა სხვა ფუნქციებიც, მათ შორის გლობალური ფულადი ტრანსფერები Interbank FX-ის კურსით, მსოფლიოს მასშტაბით ATM-დან თანხის უფასო განაღდება, ინდივიდუალური სესხები, სამოგზაურო დაზღვევა და კრიპტოვალუტებით ვაჭრობა.


გასულ წელს Revolut-მა ჩაუშვა სერვისი Revolut Crypto, რომელიც მათაც კი, ვისაც კრიპტოსივრცეზე მინიმალური ცოდნა ჰქონდა, საშუალებას აძლევდა, ევაჭრა სხვადასხვა ვალუტებით - ეყიდათ და გაეყიდათ ბიტკოინი, ლაითკოინი, ეთერიუმი. „არანაირი რთული გაცვლები, არანაირი პირადი გასაღები, არანაირი ცივი საფულეები. „დააჭირე ღილაკს და ივაჭრე“ -ეწერა მათ ვებ გვერდზე.


დღესაც არსებობს რიგი შეზღუდვები, რაც Revolut-ის კრიპტოსერვისებს მსხვილი მოვაჭრეებისთვის მოუხერხებელს ხდის - აპლიკაცია არ იძლევა სხვა გარე საფულეებზე გაგზავნის საშუალებას და არც სხვებს აძლევს საშუალებას, უკვე არსებული ვალუტები სხვა ბირჟებიდან გადმორიცხონ Revolut-ის საფულეზე. Revolut ამას ასე ამართლებს : „სამწუხაროდ, ახლა გვიწევს, უარი ვთქვათ აღნიშნულ სერვისებზე მკაცრი რეგულაციების გამო. ვაცნობიერებთ, რომ ამით ბევრ ადამიანს დისკომფორტს ვუქმნით, თუმცა ვმუშაობთ სამომავლოდ ამ ფუნქციის დამატებაზეც“.


იმისთვის, რომ Revolut Crypto-თი ისარგებლოთ, ორი გზა არსებობს - 1) დაარეგისტრიროთ 3 ადამიანი და გაახსნევინოთ მათ ანგარიში Revolut-ზე, ან გახდეთ Revolut პრემიუმ მომხამრებელი 6,99 ფუნტად.


თუ უკვე ხართ Revolut-ის მომხმარებელი, აუცილებელია, განაახლოთ Revolut-ის აპლიკაცია, რათა ისარგებლოთ ბიტკოინ ქეშითა და რიპლით ვაჭრობის ფუნქციით.


წყარო: https://www.cryptoglobe.com

bottom of page