top of page

ჯონ მაკაფეს განცხადებით, კრიპტოვალუტის აღმავლობა ახლოსაა


ორშაბათს, Twitter-ის პოსტში, ცნობილმა ტექ აქტივისტმა და ინტერნეტის უსაფრთხოების ექსპერტმა, ჯონ მაკაფემ მოვაჭრეებს მოუწოდა, მომზადებულიყვნენ კრიპტოვალუტის მომდევნო ფასების ზრდისთვის. მისი განცხადება დაფუძნებული იყო ფულადი სახსრების შემოდინების არგუმენტზე, რომელიც ინსტიტუციონალური ინვესტორების ბაზარზე შემოსვლითაა გამოწვეული.


მან ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებში შემოსული ფულის მეშვეობით ტოპ ათეული მონეტების ფასები დრამატულად გაიზრდება. მაკაფე ასევე მიიჩნევს, რომ სხვა ალტკოინების ღირებულებაც გაიზრდება, რამეთუ ინვესტორები მათი კრიპტოვალუტების სავაჭრო პორტფოლიოებს დივერსიფიცირებენ.


როდესაც Twitter-ზე მისი განცხადების ჭეშმარიტებაზე გამოიწვიეს, მაკაფემ ვერაფრით განამტკიცა საკუთარი პოზიცია. ამის ნაცვლად, კრიპტოს დამცველმა გამომხმაურებლებს უთხრა, რომ „გამოიყენონ თავიანთი გონება“, „შეამოწმონ ბოლო სიახლეები ინსტიტუციონალური ინვესტორების შესახებ“ და „ლოგიკურად განსაჯონ“. შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს მაკაფეს პირველი ხმამაღალი ნათქვამი არაა, რამეთუ 2017 წელს განაცხადა, რომ  „2020 წელს ბიტკოინის ფასი 500,000-ს მიაღწევს“.


ინსტიტუციონალური კრიპტოვალუტის ინვესტიციის ტენდენცია


მიუხედავად იმისა, რომ მაკაფეს არანაირი არგუმენტი არ გააჩნია საკუთარი განცხადების გასამყარებლად, კრიპტოვალუტის მიმართ ინსტიტუციური ინტერესის გაღვივება უფრო და უფრო ხშირად ვლინდება ბოლო დროს. რამდენიმე დღის წინ, Coinbase-მა ოთხი ახალი პროდუქტი შექმნა, რომლებიც ინსტიტუციონალური კრიპტოვალუტის ინვესტორებზეა გათვლილი. Goldman Sachs ასევე გეგმავს, ბიტკოინით ვაჭრობის საშუალება მისცეს დიდ ინვესტორებს.


2017 წლის კრიპტოვალუტის ფასების რეკორდულმა მაჩვენებლმა 2018 წლის დასაწყისიდან შემცირება დაიწყო. Fundstrat-ის მიერ აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინსტიტუციონალურ ინვესტორთა 82%-ს მიაჩნია, რომ ბიტკოინმა ყველაზე დაბალ წერტილს მიაღწია, როდესაც აპრილში 6,000 დოლარამდე დაეცა.


ციფრული ვალუტაში ინსტიტუციონალური ინვესტიციების ტენდენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ნდობით აღჭურვილი სერვისების ჩამოყალიბება. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს: კერძოდ, ნიუ-იორკის კონსენსუსის კონფერენციაზე Nomura-ს მიერ გაკეთებული განცხადება ამასთან დაკავშირებით.


წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page