ტომ ლის პროგნოზი ბიტკოინთან დაკავშირებით
ბიტკოინის ორ კვირიანი გაყიდვები დღესაც გრძელდება, მონეტის ფასი 8,000$-7,500$-ზე ქვემოთ დაეცა და აპრილის შუა რიცხვებიდან პიკები აღარ შემჩნეულა.
მარეგულირებელი ქმედებები ბიტკოინის ფასზე ახდენენ გავლენას
და არა მხოლოდ ბიტკოინი, ბევრი სხვა ტოპ კრიპტოვალუტაც დეფიციტის მომტანი იყო დღეს იმ მზარდი მოთხოვნების მიუხედავად, რომ მონეტის ფასები ბოლო კვირის განმავლობაში ნიუ იორკში მიმდინარე მთავარი ბლოკჩეინ მოვლენების შემდეგ მკვეთრად გაიზრდებოდა.
ზოგიერთმა კრიპტოსფეროში ახლანდელ მარეგულირებელ სიახლეებზე მიანიშნა, რომლებიც გაყიდვების მთავარი მამოძრავებელია. ამ ორშაბათს, აშშ-სა და კანადის ფინანსურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა კოოპერატიული შეზღუდვები პირველადი მონეტების შეთავაზებებზე (ICO) და სხვა კრიპტოვალუტის ინვესტირების მახინაციებზე, რომლებსაც ჩრდილოეთ ამერიკის დაცვის ადმინისტრატორების ასოციაცია მიუძღოდა.
40-ზე მეტი შტატი და პროვინციული მეთვალყურეები მონაწილეობენ „Operation Cryptosweep“-ში, რომელმაც უკვე სულ მცირე 70 გამოძიება გამოიწვია.
ამ „Operation Cryptosweep“-მა გაცხრილა ბევრი ცუდი პროექტი“- თქვა CNBC-ის ბრაიან კელიმ. „ამან ხალხი ოდნავ დაამწუხრა და მოკლევადიანი დარდი გამოიწვია.“
თუმცაღა, კელი აღნიშნავს, რომ ეს მარეგულირებელი ნაბიჯები სრული განვითარების მიღწევის ნაწილია, რომელიც ბაზარს ინსტიტუციონალური ინვესტორების მისაზიდად სჭირდება.“ პროექტები, რომლებიც დახურეს, გამოუსადეგარია და მათ ნამდვილად ჰქონდათ მათი დახურვის მიზეზი,“ -თქვა მან.
ამ კვირის სადამსჯელო ღონისძიებები ჩრდილო ამერიკის დაცვის ადმინისტრატორების ასოციაციისგან მოდის აშშ-ს რეგულატორების მზარდი ყურადღების გარემოცვიდან. გასულ კვირას ფასიანი ქაღალდებისა და გაცვლის კომისიამ (SEC) რამდენიმე გაყალბებული კაზუსი მოიტანა ICO-ს ოპერატორების წინააღმდეგ და გაუშვა ვებ გვერდი, რათა დახმარებოდა ინვესტორებს „წითელი დროშების“ აღიარებაში კრიპტოვალუტის ინვესტირების შესაძლებლობების ძიებისას.
ტომ ლი უკუქცევას პროგნოზირებს
ფასის განსაცდელის მიუხედავად, Fundstrat-ის ტომ ლის ჯერაც სჯერა, რომ ბიტკოინი 25,000$-ს მიაღწევს. CNBC-ისადმი მიწერილ მეილში, ლიმ დღევანდელი ფასის დაცემა „ტიპური კრიპტო მერყეობით“ ახსნა. მან, ასევე, გამოყო 3 მთავარი ფაქტორი, რაც მას არწმუნებს, რომ მონეტის ფასი მიმდინარე ფასზე 3-ჯერ მეტი იქნება.
პირველი მიზეზი დაკავშირებულია კრიპტოვალუტის წარმოების ფასსა და განმეორებაზე. გუშინ, როცა ბიტკოინით ვაჭრობა 8,000$-ის ფარგლებში ვარირებდა, ლი გამოჩნდა CNBC-ის ‘Futures Now’-ში, სადაც მან გააზიარა შეხედულება, რომ ციფრული ვალუტის „კონკრეტული ფასით ვაჭრობა“ იმიტომ ხდებოდა, რომ წარმოების ფასი ამ ფარგლებში იყო. სავარაუდოა, რომ ამით ლი შეეხო მორგან სტენლის მიერ მოწოდებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ბიტკოინის მოპოვების სარგებლიანობა 8,000$-ზე მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მომპოვებლებს სარგებლის მიღება სურთ, მონეტის ფასი თეორიულად ამ რიცხვზე მეტი უნდა დარჩეს.
ლის მეორე ფაქტორი ეხება კატალიზატორს, რომელსაც ინსტიტუციონალური ინვესტორები კრიპტოვალუტის სფეროში შემოიტანენ. „ვფიქრობ, ინსტიტუციონალური ინვესტორები საკმაოდ დაინტერესდნენ და არ შეუძლიათ კრიპტოში ბოლომდე ჩართვა რეგულაციური გაურკვევლობის გამო“-თქვა მან.
ლის მესამე მიზეზი ეხება Fundstrat-ის მიერ შედგენილ მონაცემებს, რომელიც აჩვენებს ისტორიულ ტრენდს - ინვესტორების მიერ მონეტის შენახვას. „ისტორიულად,ნებისმიერ წელს ბიტკოინის ფასის ყველა მოქმედება 10 დღეში ვითარდება“,-თქვა მან. „ეს დღეები რომ ამოვიღოთ, ბიტკოინის ფასი წლიურად 25%-ით დაეცემოდა“.
ლიმ განაგრძო: „ბიტკოინის 8,000$-ზე გაჩერება რაოდენ საშინელიც არ უნდა იყოს, 8,000$-დან 25,000$-ზე ის მაინც სულ ცოტა ხანში აიწევს.“
წყარო: https://www.newsbtc.com