top of page

რიპლს მხარს უჭერს ჰოლივუდის ვარსკვლავი, ეშტონ კაჩერი


ახლახანს, 4,000,000 დოლარის ღირებულების რიპლი, სატელევიზიო გადაცემა “Two and a Half Men-ის” ვარსკვლავმა ეშტრონ კაჩერმა პოპულარული ამერიკული გადაცემის წამყვან ელენ დეგენერს აჩუქა. მის მფლობელობაშია გარეული ცხოველების საქველმოქმედო ფონდიც. გორილათა დაცვის პროექტის მხარდაჭერის მიზნით, კაჩერმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. როგორც Bitrazzi-ში აღინიშნა: „ოთხშაბათს დილით კაჩერმა სურპრიზი მოუმზადა დეგენერს. მსახიობი, მის ბიზნეს-პარტნიორ გაი ოსეართან ერთად, მიწვეული იყო ელენ დეგენერესის შოუში, სადაც მან განაცხადა ელენის საქველმოქმედო ფონდისთვის გაკეთებული დიდი შესაწირის შესახებ. 40 წლის მსახიობმა, მის პარტნიორთან ერთად, განაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ გორილათა დაცვის პროექტისთვის 4 მილიონ დოლარიანი დახმარების გაწევას.  დონაცია განხორციელდა XRP ფორმით, რიპლის ციფრული აქტივის სახით, რომელიც გლობალური გადახდების განხორციელები საშუალებას იძლევა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.“


კაჩერი და ოსეარი დიდ სახელებად მოიაზრება რიპლში. მათ გააკეთეს მილიონობით დოლარის ინვესტირება და ქველმოქმედების მეშვეობით სარგებელი საზოგადოებას დაუბრუნეს.


ტექნოლოგიური მარკეტი ახალია კაჩერისთვის იმდენად, რამდენადაც მან ინვესტიცია გადახდათა დასამუშავებელ პლატფორმაში განახორციელა, რომელსაც ვაჭრები ბიტკოინის გადახდებში - Bitpay-ში იყენებენ.


Bach-მა მარტში ქველმოქმედების სახით 29 მილიონი დოლარის ღირებულების რიპლი შეერთებული სტატების საჯარო სკოლებს შესწირა.


bottom of page