ბიტკოინი SWIFT-ს ანაცვლებს
SWIFT - ფულადი ტრანსფერების სამსახური - ერთი უზარმაზარი ფაქტორით უქმნის საფრთხეს კრიპტოვალუტას, რომელსაც ფულად ტრასფერებში და საზღვარგარეთულ გადასახადების მარკეტში შეჭრა სურს. სერვისებს, როგორიცაა რიპლი, სჯერათ, რომ SWIFT-ის მსგავსი სერვისების მომავალი არიან, თუმცა სანამ რიპლი ხალხს მიზეზს მისცემს იმისათვის, რომ SWIFT-ი აღარ გამოიყენონ, ჩანს, რომ ტრადიციული FIAT ტრანსფერის სისტემა ჩვეულ რეჟიმში განაგრძნობს მუშაობას.
ბოლო კვირის ანგარიშების მიხედვით, არგენტინაში ბანკმა დაიწყო ბიტკოინის გამოყენება, როგორც ალტერნატიული მეთოდის საზღვარგარეთ ფულის ტრანსფერისთვის. აქამდე ისინი ამისთვის SWIFT-ს იყენებდნენ.
Banco Masventas არის არგენტინაში დაფუძნებული საბანკო კომპანია. ისინი არცერთ შემთხვევაში არ მოიაზრებიან უმსხვილესად არც არგენტინაში და არც სამხრეთ ამერიკაში, თუმცა კრიპტოვალუტა და, არსებითად, ბიტკოინი ძალიან შესამჩნევი საჭიროებაა. ტრასფერებისთვის გამოყენებულ იქნა ბიტექსი, რომ გადახდები უფრო მარტივი ყოფილიყო და ამან თავის მხრივ Banco Masventas-ს მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა, ფული ბიტკოინში გადაეგზავნათ.
რა არის ამ ყველაფრის უპირატესობები?
როგორც ჩვენ ვიცით, კრიპტოვალუტებს შეუძლია, შეამციროს ტრანზაქციის დრო, ასევე შეუძლია, შეაჩეროს გაუქმებული ოპერაციების გადასახადები, განპირობებული ადგილობრივი გადასახადებით და ა.შ. თუმცა, ბიტკოინი აშკარად არ არის ყველაზე სწრაფი და იაფი ვალუტა გამოსაყენებლად, შესაბამისად, საკმაოდ საინტერესოა, რომ Banco Masventas-ი ამ გზას მიყვება.
Banco Masventas-ს აქციონერის, Jose Humerbto Dakak-ის თქმით:
„ერთ-ერთი ინიციატივაა, რომ გამოვიყენოთ ბიტექსი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი უცხოელი მომხმარებლებისთვის საგადასახო სისტემების უზრუნველსაყოფად და სერვისების შესაგროვებლად Bitex Exchange-ში.“
Banco Masventas-ი ნათლად აღიარებს, რომ კრიპტოვალუტამ შესაძლოა, დიდი შედეგები დადოს საერთაშორისო ფულადი ტრანსფერების სერვისებისთვის. საერთო ჯამში, არ ჩანს, რომ Banco Masventas-ს მიზანია თავისი მომხმარებლისთვის სერვისის გაუმჯობესება. უფრო სავარაუდოა, რომ ისინი აპირებენ, რეალურად შეისწავლონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისთვის დამახასიათებელი უპირატესობები. როგორც უკვე აღინიშნა, ბიტკოინი საინტერესო არჩევანია ამ სერვისისთვის, თუმცა ბევრს სჯერა, რომ ეს ბიტკოინის პოპულარობის მარტივ დაცემას გამოიწვევს და Bitex-ის მიერ წარმოებული სერვისებისთვის რაღაც ტიპის შეზღუდვებიც დაწესდება.
ამის შედეგად, ჩვენ უნდა ველოდოთ რიპლის მიერ არგენტინაში ყურადღების მიპყრობას, როგორც Banco Masventas-ს, ასევე სხვა ფინანსური სერვის პროვაიდერების. ვივარაუდოთ, რომ ეს ახალი სისტემა Bitex-ის მთლიან სამუშაოებს კარგად წარმართავს.
ეს არის საინტერესო ნაბიჯი, რომელიც მიმართულია კრიპტოვალუტისკენ და რომელიც უამრავ მომხმარებელს ბიტკოინის პრაქტიკული გზით გამოყენების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ამასთან ერთად, მეტი ინვესტიციის შესაძლებლობები გამოჩნდება და ჯამში, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების პოპულარობა არგენტინაში პიკს მიაღწევს.
წყარო: https://cryptodaily.co.uk