CNBC-ს კრიპტოვალუტებით მოვაჭრე ხსნის, რომელ ვალუტებს შეინახავდა და რატომ
რან ნეუ-ნერი, CNBC-ის „კრიპტო მოვაჭრეს“ წამყვანი ხსნის, თუ რატომ გაყიდის თუ შეინახავს ამა თუ იმ ვალუტას.
თავდაპირველად რან ნეუ-ნერმა მოსალოდნელ რეგულაციებზე ისაუბრა
„ვთვლი, რომ SEC-ის შემოთავაზებული ინიციატივა ძალიან კარგი იყო, თუმცა ახლა ისინი ვალდებულები არიან, რაღაც ზომის რეგულაციები შემოიღონ, რადგან თუ ამას არ იზამენ, შესაძლოა მთელი ინდუსტრია დაენგრეთ. ახლა ვხვდები, რომ საჭიროა მომხმარებლების დაბალანსებული უსაფრთხოება. თუმცა, თუ შეხედავთ იაპონიასა და სინგაპურს, მათ აქვთ უამრავი ახალი ICO, რომლებსაც თავისუფლად განვითარების საშუალებას აძლევენ და, ამასთან, აქვთ მზარდი ინდუსტრიაც.“
რაც შეეხება ვალუტებს:
ბიტკოინი
„ბიტკოინი ძალიან მომწონს, თუმცა ალბათ გავყიდი. ახლავე გეტყვით, რატომ. ახლა რომ მკითხოთ, ბიტკოინის ფასი, $8,200, ძალიან დაბალია. ის აუცილებლად გაიზრდება ნელა და სტაბილურად, თუმცა არის სხვა უფრო საყურადღებო ვალუტები. თუ შემომთავაზებთ ჩემი ფულის ბიტკოინში ან რამე უფრო ამაღელვებელში ჩადებას, მეორეს ავირჩევ. ბევრი ფული გაედინება ბიტკოინიდან ეთერიუმში და სხვა ICO-ებში. ხშირად ICO-ებში ფული ბაზრის შიგნიდან შედის. საიდან? ხალხი ანაღდებს ბიტკოინსა და ეთერიუმს. როცა ისინი ამას შვებიან, ბაზარი ქვევით მიდის. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი გაიზრდება, ამ წუთას მაინც გავყიდდი და სხვა ვალუტას შევიძენდი“.
ბიტკოინ ქეში
„ვიცი, თვითერზე ამისთვის ალბათ მომკლავენ, მაგრამ მე შევინახავ BCH-ს. ვფიქრობ, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მომწონს მის უკან მდგომი ხალხი. იქ ყველა ის ადამიანია, ვინც თავიდან ბიტკოინს ფლობდა. იქ არის ჩემი ფულიც.“
ეთერიუმი
„შევინახავ, ცხადია. ეთერიუმს აუცილებლად შევინახავ. ყველაზე დიდი საზოგადოება მთელს ინდუსტრიაში. ათასობით ძალიან ჭკვიანი ადმიანი მართავს მას. ისინი სწორი მიდგომებით ცდილობენ ყველა პრობლემის გადაჭრას. ამიტომ, არ ვყიდი ეთერიუმს“.
რიპლი
„რიპლს სანაგვეში მოვისვრი. ვყიდი! იმიტომ, რომ დიდი ხაინ ვსწავლობდი რიპლის მონეტას. მოდი, განგიმარტავთ. რიპლი, როგორც კომპანია - ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა დედამიწაზე. რიპლი, როგორც მონეტა - ჯერაც ვერ ვიგებ, რისთვის გამოიყენება ის. როცა მონეტას გამოყენებას ვერ ვუძებნი, მე მას ვყიდი."
წყარო: https://www.cryptoglobe.com