top of page

სიმფსონების მობილურ თამაშს ბიტკოინის მაინინგი დაემატა


ბიტკოინი შემდგომ ნაბიჯებს დგამს ბაზარზე მასობრივად დამკვიდრებისთვის, რასაც პოპულარულ უფასო თამაშში, The Simpsons: Tapped Out, შესვლით აპირებს.


თამაშში ჰომერმა უგულვებელჰყო თავისი სამსახური და ნაცვლად სპრინგფილდის ატომური ელექტროსადგურის მონიტორინგისა, მობილურზე თამაშობს.


ახალი ქვესტი, სახელად Crypto Cool, ამ კვირაში დაემატა თამაშს, სადაც მოთამაშეს ევალება, მარტინს არაერთხელ ათქმევინოს ბლოკჩეინი,ისე, რომ არ ახსნას, ეს რა არის. დიალოგის ერთ მომენტში ის ამბობს: „მე ჩემი კომპიუტერით რამდენიმე ბიტკოინი გამოვიმუშავე, რის შემდეგაც მისი ღირებულება უსაზღვროდ გაიზარდა“ და ასევე ამბობს, რომ წინა კვირამდე მას არასოდეს სმენია ბლოკჩეინის შესახებ „მაგრამ ახლა იქცევა ისე, თითქოს ექსპერტია!“


ამ დავალების შეასრულების შემდეგ, შენ ასევე მოგიწევს სამი ახალგაზრდა წაახალისო, რათა თავიანთი კომპიუტერებით მაინინგი დაიწყონ .


ბიტკოინის ფარტომასშტაბიანი ათვისება


აღსანიშნავია, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბიტკოინი ცნობილი მულტფილმის სამყაროში იქნა ნახსენები. 2013 წლის ეპიზოდში, როდესაც ლიზა ეკითხება კრისტას, გაკოტრდა თუ არა, ის პასუხობს: „ამისთვის მხოლოდ ცუდი იღბალია საჭირო პონებზე, ბიტკოინის ბაზარზე კი უარესი იღბალი ...“


2014 წლის ეპიზოდში სიმპსონების გმირი, ჯიმბო ჯონსი ბილბორდზეა გამოსახული, სადაც  აცხადებს, რომ ბიტკოინს გადახდის საშუალებად ცნობს.


სიმპსონებზე კრიპტოვალუტის გამოჩენა გულისხმობს მასმედიის მხრიდან გარკვეული ყურადღების მოპოვებას და მასობრივი გავრცელებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ბიტკოინის ბევრ ინვესტორს და პროპონენტს მიაჩნია, რომ მისი გრძელვადიანი წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.


სხვა შოუებშიც ხდება ბიტკოინის უფრო ხშირად აღნიშვნა. 2014 წელს, ის Family Guy-სა და Supernatural-შიც იყო ნახსენები, ამის გარდა, Almost Human-ში, House of Cards-ში, Person of Interest-სა, და the Good Wife-ში.


Tapped Out


The Simpsons: Tapped Out მობილური თამაში ხელმისაწვდომია iOS-ზე, Android-სა და Kindle Fire-ზე. იგი 2012 წელს შეიქმნა და თამაშების ინდუსტრიის გიგანტის, EA Mobile-ის მიერ გამოიცემა. EA-ს განცხადებით, კომპანიამ მისი გამოშვებიდან მოყოლებული 130 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი ნახა და მაშინ როცა კრიტიკოსები, თავდაპირველად, თამაშის უფასო მოდელის გამოყენებას აკრიტიკებდნენ, ის განაგრძობდა EA-სთვის ფულის გამომუშავებას.


წყარო: https://www.ccn.com

bottom of page