top of page

კრიპტოვალუტებში ინვესტირება $1-დან


Circle ცდილობს, კრიპტოვალუტები ბევრისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. ამისთვის, ის უმარტივებს საქმეს მომხმარებლებს, რომლებსაც სხვადასხვა კრიპტოვალუტების ფლობა სურთ. მას შემდეგ, რაც ფანდინგის გზით კომპანიამ $110 მილიონის შეგროვება შეძლო, ის ახალ პროექტს - By The Market-ს იწყებს. მისი საშუალებით, კრიპტოვალუტის ფლობა კიდევ უფრო მარტივი ხდება.


მომხმარებლების მაქსიმალური რაოდენობის კრიპტოსივრცეში ჩართვა Circle-ის მთავარ პრიორიტეტად იქცა. მათი მიზანია მუდმივი მომხმარებლების და ინსტუტუციონალური ინვესტორების მოზიდვა.


ზემოთ ნახსენები ახალი პროექტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ ისეთი ვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი, ბიტკოინ ქესი, ეთერიუმი, მონერო და სხვა; ტრანზაქციის განხორციელება კი ღილაკის რამდემინე დაჭერითაა შესაძლებელი.


კრიპტობაზრის გამოცდით დაინტერესებულთათვის, By the Market არაჩვეულებრივი საშუალებაა. მომხმარებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ საიტზე და შექმნან საკუთარი პორტფოლიო რამდენიმე წუთში.


დაბალი მინიმალური ინვესტიცია


ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი By the Market-ის შესახებ არის დაბალი მინიმალური ინვესტიცია. მისი საშუალებით, კრიპტოვალუტის შეძენა $1-დან შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ზოგი ტრადიციული კრიპტობირჟა ინსტიტუციონალურ ინვესტორებს მინიმუმ $10,000-ის ინვესტიციას სთხოვს. მოსალოდნელია, რომ მსგავსი გამარტივებული სერვისი გაზრდის მოთხოვნას კრიპტობაზარზე.


ამასთან, არსებობს ლიმიტი მომხმარებლებისთვის. შეუძლებელია, კვირაში $10,000-ზე მეტი დახარჯოთ. ეს ბევრისთვის დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. იქმნება ერთგვარი ზღვარი ჩვეულებრივ მომხმარებლებსა და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის.


მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რამდენად შედეგიანი იქნება ეს ახალი ინიციატივა. თუმცა, ერთი რამ ცხადია, მსგავსი სერვისი ბევრისთვის კრიპტოვალუტებში ინვესტირებას გაამარტივებს.


წყარო: https://www.newsbtc.com

bottom of page