იაპონური ბანკი ბლოკჩეინ სერვისის დანერგვას გეგმავს
- ირაკლი ქორქია
- May 24, 2018
- 1 min read

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბანკები და ფინანსური ინსტიტუციები იწყებენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვას სხვადასხვა სერვისებისთვის. სწორედ მათ ნაწილს უერთდება MUFG, რომელიც ბოლო 18 თვის მანძილზე აქტიურად მუშაობს Akamai-სთან ერთად, რათა შეიქმნას ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც შეძლებს წამში 1 მილიონი ტრანზაქციის გამკლავებას.
კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ ტრანზაქციების რაოდენობის 10-ჯერ გაზრდას წამში 10 მილიონამდე გეგმავს. შედარებისთვის, ბიტკოინი, ყველაზე პოპულარული ვალუტა, ბაზარზე წამში მხოლოდ 3 – 7 ტრანზაქციას უმკლავდება.
Akamai-ს წარმომადგენელი, ენდი ჩემპეინი აცხადებს, რომ ბლოკჩეინი ორიენტირებული იქნება მიკრო-ტრანზაქციებზე. წლის დასაწყისში გავრცელდა ხმა, რომ ფინანსური ინსტიტუცია საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას და მის იაპონურ იენზე მიბმას აპირებდა. ამასთან, ბანკი მნიშვნელოვანი ინვესტორია Coinbase-ში, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთი წამყვანი ვირტუალური ბირჟაა.
რადოსლავ ალბერხტი, რომელიც გერმანული Bitbond-ის დამაარსებელია აცხადებს:
„ტრადიციული ფულადი გზავნილები საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული ტრანზაქციული დანახარჯების გამო. ამასთან, შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს მის შესრულებას. Bitbond-ის გადახდის საშუალების წყალობით, მომხამრებლები შეძლებენ სწრაფი და რაც მთავარია იაფი ფულადი გზავნილების განხორციელებას იმის მიუხედავად, თუ სად იმყოფებიან ისინი“.
წყარო: https://usethebitcoin.com
Comments