top of page

ბიტკოინი და ბიტკოინ ქეში უკვე გადასახადების გადახდისთვის გამოიყენება


თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი შეძლებს მომავალი თვიდან საკუთარი ქონების გადასახადის ბიტკოინ ან ბიტკოინ ქეშში გადახდას. ეს ინიციატივა ფლორიდის შტატის სიმენოულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ეხება.


ჯოულ გრინბერგი, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადასახადების ამკრეფად იქნა არჩეული, აცხადებს, რომ მოსახლეობას სამომავლოდ შეეძლება ID ბარათებისთვის თანხა ბიტკოინსა დ ბიტკოინ ქეშში გადაიხადოს.


„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში , სადაც ტექნოლოგია უშუალო ზეგავლენას ახდენს სერვისებზე. სწორედ ეს გვაძლვს საშუალებას, ტექნოლოგიის ათვისებით სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩემი მიზანია, მომხმარებლებზე ორიენტირებული სერვისი უფრო სწრაფი, გონივრული, ეფექტური და მოსახერხებელი გავხადო და სამთავრობო სერვისები მე-18 საუკუნიდან 21-ეში გადმოვიყვანო. სწორედ ამას ემსახურება კრიპტოვალუტების შემოღება.


გრინბერგს იმედი აქვს, რომ ბანკების ტრანზაქციულ ხარჯებს შეამცირებს, რადგან ის გადასახადებს 2-3%-ით აძვირებდა.


ამასთან, BitPay , რომლის საშუალებითაც იგეგმება გადასახადების გადახდა, მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, სწრაფად გადაცვალონ კრიპტოვალუტები დოლარებში. ამით მომხმარებლები გვერდს აუვლიან ფასის მკვეთრი ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს.


მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სიახლეს პოზიტიურად შეხვდა, არსებობენ კრიტიკოსებიც, რომლებიც ხუმრობით ამბობენ, რომ მოსახლეობამ გადასახადები მონოპოლიის ფულით უნდა გადაიხადოს, რადგან, კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, ის ძალიან დიდი ხანია არსებობს.


სხვების აზრით კი, ბევრი გაყვება გრინბერგის ამ გზას, როცა დაინახავენ, რომ ეს ცხოვრებას უფრო მარტივს და მოსახერხებელს ხდის.


მიუხედავად იმისა, რომ არსებობს 100,000-ზე მეტი ფირმა მსოფლიოში, რომელიც მზადაა კრიპტოვალუტები მიიღოს გადასახადის ტიპად, მთავრობის მიერ ასეთი ქმედება ნამდვილად სიახლეა. თუ სხვა სამთავრობო სერვისებიც მსგავსად მოიქცევიან, მოსალოდნელია კრიპტობაზარზე საკმაოდ დიდი თანხის შედინება.


bottom of page