top of page

კიბერ კრიმინალები მონეროს მოპოვებაზე გადავიდნენ


ახალ მონერო მაინერს შეუძლია, გამოიყენოს ინფიცირებადი მოწყობილობა, რითიც მონეროს მონეტებს ჩუმად გამოიმუშავებს. მას შეუძლია კომპიუტერის სრულად დაზიანება, როცა აღმოაჩენენ და მის მოცილებას ეცდებიან.


ერთი შესამჩნევი მინუსი, რაც მაიქროსოფთის კორპორაციას აქვს, არის ავტომატური შესრულების რეჟიმი. ეს ოპერატიული სისტემა დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია პროგრამისტებში, განსაკუთრებით კიბერ თავდამსხმელებში, რომლებიც ამ მახასიათებელს სახიფათო პროგრამების შექმნისთვის იყენებენ. ამ პროგრამებს სისტემაში მოქმედება ისე შეუძლიათ, რომ მომხმარებელმა ვერც კი გაიგოს ამის შესახებ.


WinstarNssmMiner პროგრამა არის ერთ-ერთი, რომელიც ამჟამად იკიდებს ფეხს.


რადგანაც მონერო ერთ-ერთი კრიპტოვალუტაა, რომელიც კომპიუტერის ცენტრალური სისტემით გამომუშავდება, მისგან ბევრ საფრთხეს არ მოელიან. კიბერ კრიმინალებმა გამოიყენეს ეს უპირატესობა საზიანო პროგრამის შესაქმნელად, რომელიც რეალურ შემოსავალს გამოიმუშავებს მისი მილიონობით კომპიუტერში დაინსტალირებით.


360 Total Security ანტივირუსმა პირველმა აღმოაჩინა ეს პროგრამა. აღმოჩნდა, რომ იგი დაინსტალირებულია დაახლოებით ნახევარ მილიონჯერ მთელს მსოფლიოში, მაგრამ დაზუსტებული არ არის, ამ მეთოდით რა თანხა გამომუშავდა.


ამ სიტუაციაში სამწუხარო ისაა, რომ როცა მოცემული მავნებელი პროგრამის მოცილება ხდება, ის დროებით წყდება, საერთოდ არანაირი ეფექტი არ აქვს ან უფრო უარესდება. მას შეუძლია, მთლიანად გაანადგუროს კომპიუტერი „გაწმენდის“ მცდელობის პროცესში.


WinstarNssmMiner-ი უკავშირდება დაინფიცირებულ კომპიუტერს 4 გამომამუშავებელი ფაზით, რითიც კრიმინალები მონერო (XMR) მონეტებს იღებენ. სამწუხარო ის არის, რომ ეს ტრენდი შეიძლება უახლოეს მომავალში არ გადავიდეს „მოდიდან.“


წყარო: https://zycrypto.com

bottom of page