გასული კვირა კრიპტო სივრცეში
ფასების ცვლილება:
ბიტკოინის ფასი 1%-ით შემცირდა წინა კვირაში მანამდე დაახლოებით $ 1,000-ით შემცირების შემდეგ. ფასის დაცემა სრულიად განსხვავებდება იმ მოლოდინისგან, რომელიც ზოგიერთ ანალიტიკოსს ჰქონდა. ინვესტორები მშვიდად ელიან ბიტკოინის $ 10,000-მდე აწევას.
ეთერიუმის ფასმა 5%-ით აიწია წინა კვირაში მას შემდეგ, რაც მანამდე 8%-ით შემცირდა. ფასების ზრდა გამოიწვია სტივ ვოზნიაკის განცხადებამ, რომელიც გულისხმობდა, რომ ეთერიუმი შეიძლება „ისეთივე გავლენიანი იყოს, როგორც Apple“. Ethereum Alliance-ს წამოწყებამაც ახალი პლატფორმა გამოუშვა დეველოპერებისთვის ზოგიერთი მნიშვნელოვანი მახასიათებლით.
მთლიანი კრიპტოს ბაზარი წინა კვირას შეუცვლელი დარჩა, მიუხედავად რამდენიმე ალტკოინის ძლიერი მდგომარეობისა და კონსენსუსის კონფერენციის შედეგად შექმნილი მოლოდინებისა, რომლებიც ისტორიულ ფაქტორებზე დაყრდნობით კრიპტოვალუტების ფასების ზრდას ორნიშნა ან სამნიშნა მაჩვენებელით გულისხმობდა.
Zcash-ს ფასი 50%-ით გაიზარდა Gemini-ის სიაში მოხვედრის გამო: Zcash-ის ფასი, 21-ე საუკუნის უდიდესი კრიპტოვალუტა, რომლის საბაზრო კაპიტალი 1.4 მილიარდ დოლარზე მეტია, წინა კვირაში 50%-ზე მეტით გაიზარდა, რაც CoinMarketCap-ის თქმით, მომავალი კვირას Gemini-ის ბირჟაზე მისი შესვლის ამბავმა გამოიწვია.
ხარები და ვეშაპები:
„თითქმის უპასუხისმგებლობაა“ ბიტკოინში ინვესტიციის არ განხორციელება: Galaxy Digital Capital Management-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ნოვორაცტმა განაცხადა, რომ ყველა ინვესტორს პორტფოლიოს 1%-დან 2%-მდე კრიპტოვალუტაში ჩადებული უნდა ჰქონდეს. მან CNN-სთან განაცხადა, რომ ამ სფეროში ინვესტიციების არ განხორციელება „თითქმის უპასუხისმგებლობაა“.
„ტრადიციულ ფინანსებში არაა მომავალი“ - Barclays Trader: ტოპ ფინანსური ფირმების მოვაჭრეები მასიურად იმცირებენ შემოსავალს, რათა კრიპტო ფირმებში გადაინაცვლონ. იგივე რამ მოხდა JP Morgan-შიც.
Cookie Monster საუბრობს ბიტკოინზე: აღმოჩნდა, რომ თურმე ის დიდი ხარია!
უფრო მეტი ვეშაპი ერთვება კრიპტო სფეროში: JPMorgan, Goldman Sachs, Bank of America და სხვა მსხვილი კორპორაციები კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესს ავლენენ.
სამხრეთ აფრიკელების 47% გეგმავს კრიპტოვალუტებში ინვესტირებას ძალზე ოპტიმისტური ზრდის პროგნოზის საფუძველზე, რაც აფრიკის კონტინენტზე კაპიტალის უზარმაზარ შემოდინებას შეიძლება მოასწავებდეს.
ბიტკოინის ფასი 50,000 დოლარს მიაღწევს 2018 წელს - განცხადა BitMEX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. BitMEX-ის თანადამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორს, არტურ ჰეიესის ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები აქვს. მას სჯერა, რომ ვალუტის ფასი 50,000 დოლარს მიაღწევს 2018 წელს.
Coinbase ვეშაპებისთვის მეტ პროდუქტს ქმნის: Coinbase-მა გამოაცხადა პარტნიორობა SEC-რეგულირებადი საბროკერო-დილერთან მესამე მხარის აუდიტის და ფინანსური ანგარიშგების დასადასტურებლად. ასეთი პროდუქტის შეთავაზება უზრუნველყოფს მაღალ სტანდარტებს საანგარიშო დადასტურების მხრივ, რასაც ინსტიტუციონალური ფირმები საბროკერო-დილერის ურთიერთობებში მოითხოვენ.
იაპონიის გიგანტი განცხადებას აკეთებს კრიპტო აქციების დეპოზიტური სერვისის შესახებ: გლობალური საწარმო, Komainu შეიქმნა იმისთვის,რომ ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის უსაფრთხო ციფრული აქტივების დეპოზიტირების საშუალება უზრუნველყოს.
დათვები:
ჯეკ მა უერთდება Bitcoin Bashing Brigade-ს: Alibaba-ს დამფუძნებელმა ტიანჯინში World Smart კონფერენციის დროს განაცხადა, რომ ბიტკოინი არის ბუშტი. ის პოზიტიურად რჩება განწყობილი ბლოკჩეინის მიმართ, რადგან ეს მონაცემების კონფიდენციალურობის კარგი საშუალებაა.
„დიდი მოკლე“ ინვესტორი ბიტკოინს უტევს: Wall Street-ის ვეტერანი, სტივ აისმენი ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტის გამოყენების ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა სპეკულაციური ინვესტიციიებისა და ფულის გათეთრების დროს.
Paypal აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასი ძალიან არასტაბილურია ვაჭრებისთვის: PayPal-ის აღმასრულებელი ფინანსურის დირექტორის, ჯონ რეინის მტკიცებით, ბიტკოინის ფასი ძალზედ არასტაბილურია იმისთვის, რომ ვაჭრებისთვის სარგებლის მომტანი იყოს მისი გამოყენება. ის უერთდება Paypal-ის აღმასრულებელთა დიდ რიცხს, რომლებმაც კრიპტოვალუტები შეურაცხყვეს.
შეზღუდვები:
ინდოეთის კრიპტოვალუტის ბირჟის ბრძოლა: წინა თვეს ინდოეთის სარეზერვო ბანკის მიერ კრიპტოვალუტის შეძენასთან დაკავშირებით აკრძალვის დაწესებამ ბირჟების მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი პირდაპირ უგულებელყოფს ბანკების განცხადებებს, სხვები კრიპტო-ტრადიციული ფულის ბირჟიდან კრიპტო-კრიპტოს ბირჟაზე ინაცვლებენ.
ყაზახეთის პრეზიდენტს სურს, გაერომ კრიპტო წესები დაადგინოს: ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, გლობალურ საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ერთად გაატარონ საერთო წესები კრიპტოვალუტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
Bing Bans-ის კრიპტო რეკლამები: საძიებო სისტემა Bing-მაც, სოციალური მედიის გიგანტების მსგავსად, როგორებიცაა Google, Twitter და Facebook, აკრძალა კრიპტოვალუტის რეკლამები, რაც მომხმარებლების თაღლითობისგან დაცვას უზრუნველოფს.
წყარო: https://www.ccn.com