top of page

კრიპტო თაღლითები ცნობილ სახეებს იყენებენ


ტეხასის ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოების თანამშრომელმა გამოიყენა ბრძანება უსამართლო მოქმედების შეწყვეტაზე კრიპტოვალუტის ინვესტიციის შეთქმულებასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავდა ინვესტორების მოტყუებას ცნობილი პირებისაგან ცრუ განცხადებებით.


სხვა ბრალდებებთან ერთად, ჰიუსტონში დაფუძნებული Wind Wide Coin-ი დადანაშაულებულია კლიენტების გაყალბებული პროფილების ქონასი ისეთი ცნობადი სახეების სურათებთან ერთად, როგორიცაა: ჯენიფერ ენისტონი, პრინც ჩარლზი და ყოფილი ფინეთის პრემიერ მინისტრი მატი ვანჰანენი. ეს თავიანთ პროდუქტებზე ყურადღების მისაზიდად კეთდებოდა.


ტეხასის შტატის ფასიანი ქაღალდების სამმართველოს მიერ გათვალისწინებული ერთი დეტალი, რომელიც ცოდაოდენ უფრო სასაცილო ატმოსფეროს ქმნის, მდგომარეობს იმაში, რომ სააგენტო ალტერნატიულ სახელებს იყენებდა კლიენტებისთვის: ჯენიფერ ენისტონის მაგივრად გამოყენებული იყო „ქეით ჯენიფერი“, პრინც ჩარლზის მაგივრად კი - „მარკ რობერტი.“


კანონი ადანაშაულებს ფირმასა და სამ პიროვნებას შტატში ლიცენზიის მოპოვების მცდელობისთვის, არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვისთვის,  გაყალბებული მოთხოვნებისთვისა და ინვესტორების მოტყუებისთვის.


კომპანიის სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ის ასევე ირწმუნებოდა, რომ მიღებული შემოსავლები „100 პროცენტით ნამდვილია“ და კლიენტები "ფულს ვერ დაკარგავენ"; ასევე, ისინი აცხადებდნენ, რომ "არანაირი რისკი ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ არსებობს".


ტეხასის ფასიანი ქაღალდების სამმართველოს პოლიციის უფროსმა, ჯოზეფ როტუნდამ, CoinDesk-ს მეილზე მიწერა, რომ Wind Wide Coin-ი ტეხასში არალეგალურად, მოტყუებითა და თაღლითობით სთხოვდა ინვესტორებს ფულის დაბანდებას.


ბრძანება ითვალისწინებს, რომ ფირმამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თაღლითობა და არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა.


როტუნდა აცხადებს, რომ დღევანდელი ქმედება შეხსენებაა იმისთვის, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ფარდას ვხდით იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ვირტუალურ სივრცეში არალეგარული და თაღლითური კრიპტოვალუტის საინვესტიციო პროგრამებისთვის იყენებენ.


ეს შემთხვევა ხაზს უსვამს კიდევ ერთ ქმედებას, რომ შტატის ფასიანი ქაღალდების რეგულატორი დაიცავს ინვესტორებს გაყალბებული კრიპტოვალუტის სქემებისაგან.


ამ თვის დასაწყისში ფასიანი ქაღალდების სამმართველომ გაშიფრა კიდევ ორი ბიტკოინ ინვესტიციის სქემაც, რომლებიც თაღლითურად ყიდდნენ არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს.


ერთ-ერთი ბრძანებით, ყურადღებას გაამახვილებენ კრიპტოვალუტის გამომამუშავებელ სისტემა BTCRUSH-ზე, რომელიც ტეხასის (ბაზის) ინვესტორებს 4.1%-იან დღიურ სარგებელს პირდება ამ პროგრამაში ინვესტირების სანაცვლოდ, რაც დამოუკიდებელი იქნება კრიპტოვალუტის გამომუშავებით მიღებული  შემოსავლისგან.


წყარო: https://www.coindesk.com

bottom of page