კორნელის პროფესორმა “მარტივი, მაგრამ ძლიერი” კონსესუსის ალგორითმი გამოაქვეყნა
ფსევდონიმური დეველოპერების ჯგუფმა ბლოკჩეინისთვის ახალი კონსენსუსის ალგორითმი შექმნა.
კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა და ბლოკჩეინის მკვლევარმა, ემინ გან სირერმა, ახალი პროტოკოლები ხუთშაბათს დააანონსა მესამე მონეტების სამიტზე ნიუ იორკში, სადაც განმარტა, რომ მან გააერთიანა “კლასიკური კონსენსუსისა” და “ნაკამოტოს კონსენსუსის” მოდელები ბლოკჩეინ ქსელის გადაწყვეტილების მიღების სისტემაში.
ის ამბობს: “როგორც პროტოკოლი, ის საოცრად მარტივია, მაგრამ საკმაოდ ძლიერიც.”
სირერი და მისი გუნდი ამ პროტოკოლების ოჯახის whitepaper-ზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ ის ფსევდონიმურმა დეველოპერების ჯგუფმა, Team Rocket-მა, შექმნა. ეს სახელი პოკემონის ფრენჩიზიდანაა.
whitepaper-ის მიხედვით:
“’ჭორაობის ალგორითმის’ შთაგონებით შექმნილი ეს ახალი ოჯახი უსაფრთხოებისთვის წინასწარ განსაზღვრულ მეტასტაბილურ ალგორითმს იყენებს. უფრო კონკრეტულად, სისტემა ოპერირებს ქსელის ნიმუშების შერჩევითად გამეორებით, სანამ ნოდებს სწორ პასუხამდე არ მიიყვანს.”
სირერმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ნაკამოტოს კონსენსუსის პროტოკოლები (რომელთაგანაც ბიტკოინი ყველაზე ცნობილია), საჭიროებს მაინერების მიერ გადაწყვეტილებაზე თანხმობას, სანამ ის გადაწყვეტილება განხორციელდება. კლასიკური კონსენსუსი კი საჭიროებს ორ მესამედს პლიუს ერთი ხმით უმრავლესობას.
მაგრამ, ყველა არ თანხმდება, რომ ეს ახალი მიღწევაა.
ეთერიუმის დეველოპერმა, ვლად ზამფირმა, ტვიტერზე განაცხადა, რომ პროტოკოლების ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ვერ ახერხებენ, შეაერთონ “ნაკამოტოსა და კლასიკური კონსენსუსების ალგორითმების საუკეთესო თვისებები”, როგორც ეს სირერმა განაცხადა.
ზამფირი, რომელიც ეთერიუმის წილის მტკიცებულებაზე გადასვლის მთავარი მკვლევარია, თქვა, რომ ეს ახალი პროტოკოლი სინამდვილეში “ორივე სამყაროს უარყოფით მხარეებს” აერთიანებს, რადგან შესაძლოა, სისტემა ნაკლებად უსაფრთხო გახდეს.
“ის არ არის ასინქრონულად უსაფრთხო და არის ალბათობაზე დაფუძნებული. (ჩემი აზრით) არ უნდა მივიღოთ ალბათობაზე დაფუძნებული მოდელი, როგორც რაღაც სასწაული.” - ამბობს ის.
წყარო: https://www.coindesk.com