top of page

ირანმა და რუსეთმა შესაძლოა კრიპტოვალუტები სანქციებისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენონ


ირანზე სანქციები შესაძლოა განახლდეს, ამიტომაც ირანელი პარლამენტარები რუსეთთან ერთად ცდილობენ, შექმნან სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, აირიდონ ნებისმიერი პოტენციური სანქცია.


იდეა ეკუთვნის პარლამენტის ეკონომიკური საქმეების კომისარს, მოჰამედ რეზა პოურებრაჰიმს, რომელმაც ეს იდეა რუსეთის ეკონომიკური პოლიტიკის კონსულთან, დიმიტრი მეზენცევთან, გააჟღერა.


“მილიონობით ირანელი პანიკაშია, მათ ეშინიათ სანქციების განახლების, მაგრამ ასევე ეკონომიკური კოლაფსის და ფინანსური რეპრესიისაც. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, მოძებნოს უსაფრთხო თავშესაფარი იმ მცირე ფულით, რომელიც დარჩათ.” - ხუან ვილავერდე


კრიპტოვალუტები ორივე ქვეყანას ძველი მეთოდების კარგ ალტერნატივას სთავაზობს. ისინი უზრუნველყოფენ გაცილებით უფრო სწრაფ გადარიცხვებს, ვიდრე SWIFT-ის ინტერბანკის გადახდების სისტემა, რომელსაც ეს სანქცირებული ქვეყნები შესაძლოა მოსწყდნენ.


როგორც ცნობილი გახდა, ირანმა ზურგი შეაქცია ბიტკოინს და სხვა კრიპტოვალუტებს ამ წლის დასაწყისში და აპირებს, რომ შექმნას საკუთარი კრიპტოვალუტა, რომლის სატესტო ვერსია უკვე არსებობს.


პოურაბრაჰიმიმ ასევე განაცხადა, რომ თანამშრომლობა ორივე ქვეყნის ინტერესებშია. ის ამბობს, რომ ამ თანამშრომლობის საკითხზე უკვე ესაუბრა რუსეთის დუმას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს.


“ისინი (რუსები) იზიარებენ ჩვენს პოზიციას. მათ ვუთხარით, რომ თუ ამის განხორციელებას შევძლებთ, ვიქნებით პირველი ქვეყნები, რომლებიც იყენებენ კრიპტოვალუტებს საერთაშორისო ვაჭრობისთვის.” -მოჰამად რეზა პოურაბრაჰიმი


მეზენცევმაც თქვა, რომ საჭიროა ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა, რადგანაც “ურთიერთ ბანკინგი ამ ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანია” სანქციების განახლების შემთხვევაში.


კრიპტოვალუტებმა სწრაფად მოიხვეჭეს პოპულარობა ირანში. ახალი ამბების ადგილობრივი ვებ გვერდის ცნობით, ირანელებს ნაყიდი აქვთ 2.5 მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტა გასულ რამდენიმე წელიწადში მიუხედავად ახალი შეზღუდვისა, რომელიც ბანკებს კრიპტოვალუტების გამოყენებას უკრძალავს.


bottom of page