top of page

ამ თავსატეხს თუ ამოხსნით, მიიღებთ პრიზს ერთი ბიტკოინის სახით


აღმოჩნდა, რომ კრიპტოვალუტის სამყარო ბევრ საინტერესო შემოქმედებთან და ხალხთან შეხვედრის საუკეთესო შანსია. თავსატეხის შექმნა, რომლის პრიზიც 1 ბიტკოინია, აჩვენებს, რომ კრიპტოს შეუძლია წაახალისოს ტექნოლოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მცდელობების მოფიქრება.


რამდენიმე საათის წინ, Reddit-ის მომხმარებელმა, Cryptogreetings-მა, გამოაქვეყნა პოსტი სურათით. ვინც ამოხსნის თავსატეხს, რასაც ეს სურათი შეიცავს, წვდომა ექნება 1 ბიტკოინიან საფულეზე. პოსტის ნახვა აქ შეგიძლიათ.


მომხმარებლები უკვე ეძებენ პასუხს, ბევრმა წარუმატებლობა განიცადა და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს არც ისე მარტივი ამოცანაა. თუმცა, ფულის გარდა თავსატეხის ამოხსნით მიღებული აღიარებისთვის კრიპტოთემის ბევრი წევრი გაერთიანდა.


სურათის გარდა, ავტორს დამატებითი მინიშნება არ მოუცია. თუმცა, Cryptogreetings-მა ახსენა, რომ “განძი” “შეხევდისთანავე” ცხადია.


“ნამუშევარი შედგებოდა სატოში ნაკამოტოს ცნობილი whitepaper words-გან. განსხვავებულმა იდეებმა შთააგონა სატოში, რომ თანამედროვე სოციო-ეკონომიკური და ინდუსტრიული ცვლილებისთვის გამოსავალი მოეძებნა. მუშაობა აისახა იმ ელემენტებზე, რამაც ტექნოლოგია გააცოცხლა და ის გამოწვევას სთავაზობს უსაფრთხოების მოდელს. მარტივად ამოსაცნობის უკან მეტი იმალება: განძის ხელში ჩაგდება. 1 ბიტკოინი სამუშაოშია დაფარული. “


მოცემული სირთულის გათვალისწინებით, Cryptogreetings-მა მოგვიანებით დააკომენტარა, რომ მომავალში შეიძლება მეტი მინიშნება დაპოსტონ; თუმცა, ზოგი მომხმარებელი იმდენად დააბნია ამ ენიგმატურმა ნახატმა, რომ მათ არც კი იციან, საიდან დაიწყონ:


“მე თირკმელის $9 000-ად გაყიდვა უკეთ გამომივიდოდა”, თქვა ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ChipAyten-მა, იმ რთული გამოწვევის შესახებ, რაც ამოცანის ამოსახსნელად მზად მყოფ ადამიანებს წინ ელით. სხვა მომხმარებლები, როგორიცაა, მაგალითად, ahenley17 იგივენაირად ფიქრობს:


“ვცდილობდი, მათემატიკური კალკულაციები გამომეყენებინა სიტყვებთან და ფრაზა მეპოვა, მაგრამ შენი კომენტარით დედამიწაზე დამაბრუნე”.


რამდენიმე თეორია თავსატეხის მოყვარულთათვის


ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორიის თანახმად, საფულის პაროლი თავად ამოცანის გასაღებია. ბევრი მომხმარებელი ამ თეორიას ეთანხმება.


სხვები მიიჩნევენ, რომ გასაღები შეიძლება კონფიდენციალური იყოს და ცდილობენ, შტრიხების მიმდევრობაზე გააკეთონ აქცენტი. ამან შეიძლება კიდევ უფრო გართულებული ძიება გამოიწვიოს, თუმცა მიდგომა მაინც სწორი უნდა იყოს.


სხვა თეორია ცდილობს, გამოსავალი ფერებზე დაყრდნობით იპოვოს. ზოგი ეძებს სიტყვებს, რომლებიც დატანილია სურათზე ფერებში, სხვები ფოკუსირდებიან იმ სიტყვებზე, რომლებიც გაწყვეტილია სხვადასხვა ფერებით.


ზოგის აზრით “notdef glyph” ახლოსაა ბიტკოინის ლოგოსთან. შეიძლება, ავტორმა ის განზრახ მოათავსა იქ იმის საჩვენებლად, რომ მთელი თავსატეხი ასობრივ-ციფრულია.


ყველა მოსაზრების მიუხედავად, ერთადერთი გამოსადეგი თეორია იყო თვითონ ავტორის მიერ მოწოდებული, რომლის თანახმადაც BIP39 პაროლის სიტყვების ნახევარი, რაც სურათზე ჩანს მნიშვნელოვანი არაა.


მხატვრები კრიპტოებში იყენებენ თავსატეხებს, თამაშებს და პრიზებს მომხმარებლების ინტერაქციის წასახალისებლად.


ბიტკოინის პრიზებთან ხელოვნების ნიმუშების გამოყენება ცნობილი გახდა მხატვრის წყალობით, რომელმაც ტვიტერზე მშვენიერი თავსატეხის შემცველი ნახატი განათავსა.


ის იმდენად რთული ამოსახსნელი აღმოჩნდა, რომ სამი წელი და მომხმარებლების თემის ერთობლივი მუშაობა დასჭირდა.


წყვილმა თავსატეხი ამოხსნა თავდაპირველ ნახატზე არსებული ცეცხლის ალით შეძლეს, და შესაბამისად 5 ბიტკოინი მოიგეს.


Coin-Artist-ი ამჟამად მუშაობს კრიპტოთამაშის ვიზუალურ ნაწილზე, სახელად Neon District. გუნდი თანამშრომლობდა Pineapple Fund-თან, რათა Pineapple Arcade შეექმნა. ვებსაიტი შეიცავს რამდენიმე გადაუჭრელ თავსატეხს და შესაბამის ჯილდოს.


Andy Bauch-ს მსგავი იდეა მოუვიდა აზრად. მან გამოიყენა ლეგისგან გაკეთებული აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუში, რათა დაეშიფრა საფულის პირადი გასაღები, რომელიც რამდენიმე კრიპტოვალუტის პრიზს შეიცავდა.


ხელოვნებისა და კრიპტოვალუტის გამოყენების შესახებ სხვა ინიციატივა არის კრიპტოხელოვნება, რომელიც მშვენიერ ნახატებს paper wallet-ებად აქცევს.


ეჭვგარეშეა რომ ადამიანის შემოქმედებითობა უსაზღვროა. თუ გაბედავ დამალული ბიტკოინის მოძებნას, წარმატებები!


bottom of page