JP Morgan Chase-ის სტრატეგია კრიპტოვალუტასთან მიმართებაში..
JP Morgan Chase-მა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბანკია მთელს მსოფლიოში, გადაწყვიტა, დაიქირაოს ფინანსური და კრიპტო ექსპერტი, ოლივერ ჰარისი, და ჩააყენოს ის კრიპტო აქტივების სტრატეგიის სათავეში. ამ ინფორმაციამ განაცვიფრა რამდენიმე პირი კრიპტო გაერთიანებაში, რომელთაც ახსოვთ ჯეიმი დიმონის (CEO JP Morgan-ში) მოსაზრებები ვირტუალურ ვალუტასთან და ბიტკოინთან დაკავშირებით.
JP Morgan-ის ახალი სტრატეგია
პირველმა, ვინც განაცხადა ბატონი ჰარისის ახალი სამუშაოს შესახებ, იყო Financial News, რომლებმაც ახსნეს, რომ ექსპერტებისთვის მთავარი ამოცანა იქნება ციფრული ფულის პოტენციალის განსაზღვრა/გამოვლენა კორპორაციულ და ინვესტიციის ბანკში.
ბანკი მიიღებს გამოწვევებს ახალი ტექნოლოგიებისა და ფინანსური სამყაროსაგან. ბლოკჩეინ ტექნოლოგია და ვირტუალური ვალუტა ბევრ სხვადასხვა ინდუსტრიაშია და ბანკის სექტორსაც არ სურს, რომ მათ ჩამორჩეს.
სწორედ რამდენიმე თვის წინ, აშშ-ის მსგავსვმა ბანკებმა აღიარეს, რომ რთული იქნება ახალ ფინანსურ სერვისებზე, პლატფორმებსა და პროდუქტებზე წინააღმდეგობის გაწევა.
ოფიციალურ მოხსენებაში ამერიკის ბანკი ხსნის:
„ფართოდ გავრცელებული ახალი ტექნოლოგიების შეთვისება, რომლებიც მოიცავს ინტერნეტ სერვისებს, კრიპტოვალუტას და გადახდის სისტემას, მითხოვს არსებით ხარჯებს, რომ გარდაიქმნას ჩვენი არსებული პროდუქტები და სერვისები, როგორც კი ჩვენ ვავითარებთ ჩვენს ინტერნეტ და მობილურ საბანკო მომსახურებებს იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ კავშირგაბმულობა. შესაძლოა, ვერ მივაღწიოთ წარმატებას ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში.“
ეს დეკლარაციები აჩვენებს, რომ ბანკებმა უნდა დააბანდონ ბლოკჩეინსა და ვირტუალურ ვალუტაში თუ სურთ, რომ შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და აკონტროლონ სიტუაცია ვაჭრობის მნიშვნელოვან ნაწილში. მაგრამ, განცხადება ადასტურებს იმ ისრთულეებს, რომლის წინაშეც ინდუსტრია ახლა დგას.
დენიელ პინტომ, ყოფილმა ფიქსირებული შემოსავლების ტრეიდერმა და JP Morgan Chase-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, განაცხადა, რომ CNBC-თან ინტერვიუში, ისინი ხედავდნენ ვირტუალური ვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მომავალს.
„ეჭვი არ მეპარება, რომ ტექნოლოგია თავის როლს ითამაშებს ნებისმიერ შემთხვევაში“ - აცხადებს მისტერ პინტო. მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ახსნა რეგულაციების საფრთხე, რომლებიც ბიტკოინსა და კრიპტოვალუტას გრძელვადიან პერიოდში გაანადგურებს, ხალხს ნდობა დაეკარგა.
ჯეიმი დიმონის კომენტარები
გასული წლის განმავლობაში, ჯეიმი დიმონი ნეგატიური იყო კრიპტოვალუტისა და, განსაკუთრებით, ბიტკოინის მიმართ. მაგალითად, ბატონმა დიმონმა თქვა, რომ ბიტკოინი არის „თაღლითობა“ და ის საბოლოოდ „განადგურდება.“
მაგრამ, ის ნათლად განასხვავებს ვირტუალურ ვალუტასა და ბიტკოინს. მან თქვა, რომ ტექნოლოგია [ბლოკჩეინი] გამოიყენება ფულის გადატანისთვის, მაგრამ ეს იქნება ამერიკული დოლარი და არა ბიტკოინი.
JP Morgan-მა განავითარა ბლოკჩეინ პლატფორმა სახელწოდებით Quorum, რომელიც გამოიყენება ცალკეული დაწესებულებებისა და კომპანიების მიერ სხვადასხვა მიზნებისთვის.